სამთავრობო სტრუქტურებში რეორგანიზაციაა: რომელი სააგენტოები ერთიანდება

გამოწერა
მომსახურების სააგენტო და ქონების მართვის სააგენტო გაერთიანდება - მომსახურების მიღება ეკონომიკის სამინისტროში იქნება შესაძლებელი

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს გაერთიანება მოსახლეობისთვის პროცედურების გამარტივების მიზნით გადაწყვიტა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

თბილისში სამთავრობო ქალაქის აშენება ჯერჯერობით გადაიდო >>

„ქონების მართვის სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების პრივატიზებას, ხოლო ანალოგიური სტრუქტურა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მომსახურების სააგენტო ახორციელებს მოძრავი ქონების გაყიდვას. მოსახლეობისთვის, ბიზნესებისთვის ამ სერვისებით სარგებლობის გამარტივების მიზნით, სერვისი ერთი ქუდის ქვეშ მოექცევა“, – განაცხადა თურნავამ.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ეკონომიკის ზრდას შეაფერხებს

გაერთიანებული უწყება ქონების მართვის სააგენტოს სახელწოდებით ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა.

ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივა მთავრობამ უკვე მოიწონა. ახლა პარლამენტმა უნდა განიხილოს ცვლილებები და კენჭი უყაროს.

ყველა ახალი ამბავი
0