რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო: საქართველოში ფრენების აკრძალვა ფორსმაჟორი იყო

© Sputnik / Alexander Imedashviliრუსული ავიაკომპანია „ურალის ავიახაზების“ თვითმფრინავი
რუსული ავიაკომპანია „ურალის ავიახაზების“ თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთიდან საქართველოში ფრენების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია არა ცხელ გულზე, არამედ რუსი ტურისტების უსაფრთხოებისთვის, განაცხადა ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ

თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში ფრენების შეჩერების გამო ავიაკომპანიებისთვის კომპენსაციების გადახდებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ იურჩიკმა.

ლილუაშვილი: რუსოფობია საქართველოს არ წაადგება >>

საქართველოსა და რუსეთს შორის ისედაც რთული ურთიერთობები გამწვავდა მას შემდეგ, რაც თბილისში დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა. 20 ივნისს თბილისის ცენტრში ანტირუსული აქციები დაიწყო. ოპოზიციამ, მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იხილა, ხმაური ატეხა და საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სესია ჩაშალა.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
„ამ ფრენებს, ალბათ, დავაბრუნებდი" – ლავროვი რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე

ამ მოვლენების ფონზე და ასევე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მკვეთრი განცხადების შემდეგ მოსკოვმა საქართველოსთან 8 ივლისიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა, რუსეთის ტურისტულ ოპერატორებს კი ურჩია, არ მიეყიდათ ტურისტებისთვის საქართველოს საგზურები. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო იუწყებოდა, რომ ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით ავიაგადამზიდავებისთვის კომპენსაციების საკითხს განიხილავს.

„გათვლები მზად არის. მეთოდიკაც არსებობს, მის შესახებ მიდის დისკუსია. ავიაკომპანიები ისევ დარწმუნებულნი არიან, რომ უნდა დაითვალოს როგორც დაკარგული მოგება, ასევე რაღაც ირიბი ხარჯები. ჩვენი თვალსაზრისით, ჩვენ ავიაკომპანიებისთვის მხოლოდ პირდაპირი ზარალის ანაზღაურება შეგვიძლია. მიმდინარეობს მოსამზადებელი ღონისძიებები. მზად ვართ მთავრობას მოვახსენოთ, მაგრამ საქართველოს დანაკარგებზე კომპენსაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ გვაქვს. საკითხი მსჯელობის პროცესშია“, - განაცხადა იურჩიკმა, რომელსაც შესაძლო კომპენსაციების მოცულობა არ დაუსახელებია.

პრემიერმა გაამხილა, რა დარტყმა მიიღო ბიუჯეტმა რუსეთთან პირდაპირი რეისების გაუქმებით >>

„შეგახსენებთ, რომ ეს გაკეთდა არა ცხელ გულზე, არამედ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. კითხვა დგას ასე - აქვთ თუ არა ავიაკომპანიებს ამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. თუ მთავრობა მოიწონებს ამ გადაწყვეტილებას და გათვლებს მოითხოვს, ისინი მზად გვაქვს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ყველა ახალი ამბავი
0