ფატალურად დასრულებული ბარიატრიული ოპერაცია და ნაცემი ექიმი - რა მოხდა ზუგდიდში

© photo: Sputnik / Jemal Ghambashidzeზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოფიციალური დასკვნის შემდეგ, ოჯახი სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს, ისინი ექიმისთვის ლიცენზიის შეჩერებას ითხოვენ

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმს გარდაცვლილი პაციენტის  შვილმა სცემა, იუწყება Sputnik საქართველოს კორესპონდენტი ზუგდიდიდან.

გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს  ქირურგმა გიორგი გერლიანმა 42 წლის მამაკაცს, თენგიზ ზარანდიას ბარიატრიული (წონაში დაკლების) ოპერაცია ჩაუტარა, რის შემდეგ პაციენტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის სავარაუდო გართულების გამო თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

თენგიზ ზარანდიას გარდაცვალებაში ახლობლები სწორედ გიორგი გერლიანს ადანაშაულებენ და შესაბამის უწყებებს დახმარების თხოვნით მიმართავენ. გარდაცვლილის შვილის განცხადებით, ქირურგმა ოპერაციის დროს არასწორი მანიპულაცია ჩაატარა, კერძოდ კი, ჭრილობებზე ნაკერები არასწორად დაადო, რასაც შემდგომი გართულებები მოყვა.

„სულ ჩაუტარდა ექვსი ოპერაცია, აქედან ოთხი ზუგდიდში და ორი თბილისში. თვეზე მეტხანს წვალობდა. პირველი ოპერაცია იყო უსისხლო. ოპერაციის შემდეგ ჭრილობა ცუდად იყო გაკერილი. პირველი არასწორი ოპერაციის შემდეგ კიდევ ხუთი დასჭირდა. რა თქმა უნდა ექიმს ვადანაშაულებთ “, - აცხადებს ზარანდიას ოჯახის წევრი.

პაციენტები საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
რამდენი ექიმი დაისაჯა წელს დაუდევრობისთვის

ამ დროისთვის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ოფიციალური დასკვნის შემდეგ კი, ოჯახი სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს. ისინი ექიმისთვის ლიცენზიის შეჩერებას ითხოვენ.

„ჩემი ძმა იყო წასული შარვლის საყიდლად ბაზრობაზე, რა დროსაც ნახა ექიმი და სწორედ მაშინ მოხდა მათ შორის დაპირისპირება. ვითხოვთ ექიმისთვის ლიცენზიის შეჩერებას, რომ კვლავ არ გააუბედუროს სხვისი ოჯახი“,- განაცხადა ზარანდიას შვილმა.

თავად გიორგი გერლიანი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. ექიმის მამის ინფორმაციით, შვილმა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო უკვე დატოვა და რეაბილიტაციის კურსს ქალაქგარეთ გადის.

კუჭის ოპერაციის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაცვლილი ზუგდიდელი მამაკაცის საქმეს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო სწავლობს. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას განცხადებით, თუ მედიკოსების მხრიდან გადაცდომა გამოვლინდება, მას ადეკვატური რეაგირება მოჰყვება. რაც შეეხება გიორგი გერლიანს, როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, ის მათთან გაურკვეველ ვითარებაში მიყენებული დაზიანებებით შეიყვანეს.

ექიმები ოპერაციის დროს - Sputnik საქართველო
ექიმების გადაცდომები: როგორ უნდა მოვიქცეთ

„გერლიანი ჩვენსავე კლინიკაში გაურკვეველ ვითარებაში მიყენებული დაზიანებებით გადიოდა მკურნალობის კურსს, თუ რამ გამოიწვია დაზიანებები, ეს უკვე საგამოძიებო უწყების პრეროგატივაა. ამ ეტაპზე ჩვენ სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ და კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია დადგინდეს ობიექტური რეალობა“, - განაცხადა სულხან ორჟონიამ.

ექიმის ცემის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. უწყების ცნობით, დანაშაულში მხილებული არასრულწლოვანია.

 

ნიკა ლატარია

 

 

ყველა ახალი ამბავი
0