რამდენი ექიმი დაისაჯა წელს დაუდევრობისთვის

© photo: Sputnik / Stringerპაციენტები საავადმყოფოში
პაციენტები საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ექიმების მისამართით საჩივრების რაოდენობა იზრდება, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო სამედიცინო შეცდომებთან დაკავშირებით ზომებს იღებს

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. 2018 წლის დასაწყისიდან საქართველოში მოვალეობის არაკეთილსინდისიერი შესრულებისთვის და პროფესიული გულგრილობისთვის 116 ექიმი დაისაჯა, მათგან ორს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო სერტიფიკატი ჩამოერთვა, ხოლო 11 მედიკოსი სამსახურს დროებით ჩამოაშორეს, წერს გაზეთი „ახალი თაობა“, საინფორმაციო სააგენტო ბიზნესპრესნიუსზე დაყრდნობით.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს — გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები, რომლებიც მედიკოსებს არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებენ და მათ დასჯას მოითხოვენ.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ზუგდიდში 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა

მიმდინარე წლის 16 იანვარს ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში 41 წლის ქალი გარდაიცვალა. აპრილში საკეისრო კვეთის შედეგად გარდაიცვალა  26 წლის ქალი, ხოლო მაისში თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში 53 წლის ქალი დაიღუპა. ეს მცირე სიაა იმ შემთხვევების, რომლებიც სააგენტომ შეისწავლა.

რაც შეეხება 2017 წელს, მაშინ დაისაჯა 300 ექიმი. მათგან 17 მედიკოსი ექიმის საქმიანობას დროებით ჩამოაშორეს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებული სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო სამედიცინო სერვისების მაკონტროლებელ ორგანოს წარმოადგენს.

ზედმეტი წამლები: პაციენტები ექიმების გაკონტროლებას შეძლებენ >>

სააგენტო მოქალაქეების განცხადებებისა და საჩივრების საფუძველზე სამედიცინო დახმარების გაწევის ხარისხს სწავლობს. ასევე კლინიკებში პირობების და სახელმწიფო პროგრამების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს. სააგენტო გასცემს სამედიცინო დაწესებულებების ლიცენზიებს, უზრუნველყოფს ექიმებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას და მათ სერტიფიკატებს გადასცემს.


ყველა ახალი ამბავი
0