ექიმების გადაცდომები: როგორ უნდა მოვიქცეთ

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშიექიმები ოპერაციის დროს
ექიმები ოპერაციის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარინა დარახველიძემ ისაუბრა 2017 წელს ექიმებზე შემოსული საჩივრების რაოდენობაზე და იმის შესახებ, თუ რა უნდა გავაკეთოთ, თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ სპეციალისტი არაკომპეტენტურად მოქმედებს

საქართველოს პროფესიული განვითარების საბჭომ 2017 წელს ექიმების პროფესიული გადაცდომის შესახებ 165 საქმე განიხილა, განაცხადა დარახველიძემ.

რადგან ერთსა და იმავე საქმეზე ხანდახან რამდენიმე ექიმი იყო ჩართული, წერილობითი გაფრთხილება მიიღო 190-მა ადამიანმა, ხოლო 88-ს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, კანონმდებლობის მიხედვით, ერთიდან ექვს თვემდე ვადით შეუჩერდა. ერთ ექიმს აეკრძალა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის მინიჭება.

სამედიცინო კლინიკა - Sputnik საქართველო
საქართველოში 67 ექიმს ლიცენზია დროებით შეუჩერეს

„ასეთი შემთხვევები ხშირი არ არის, მაგრამ ჩვენს პრაქტიკაში გვქონია შემთხვევა, როცა განსაკუთრებით მძიმე შემთხვევები დადგა და ექიმს სერტიფიკატი ჩამოერთვა. ასევე, ვერ ვიტყვი, რომ ხშირია, მაგრამ გვქონია ხელმეორედ დაჯარიმების შემთხვევებიც. ხელმეორედ დაჯარიმების შემთხვევაში ის სანქციები გამოიყენება, რასაც პირველ შემთხვევაში ვიყენებთ. რამდენიმე თვეში ექიმი პროფესიულ საქმიანობას უბრუნდება, მაგრამ ეს გადაცდომის სიმძიმეზეა დამოკიდებული", — განაცხადა დარახველიძემ.

მისი თქმით, როდესაც ექიმს სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდება, პროფესიული განვითარების საბჭო მას ორ ან სამთვიანი გადამზადების კურსების გავლას ავალდებულებს, რაც უწყვეტი პროფესიული განვითარების ნაწილია.

„სერტიფიკატის აღდგენა ავტომატურად არ ხდება. სერტიფიკატის მოქმედების განახლების საკითხს პროფესიული საბჭო იხილავს და ამოწმებს, რამდენად ზუსტად შესრულდა საბჭოს მიერ ექიმისთვის დაკისრებული ვალდებულება", — აღნიშნა დარახველიძემ.

ექიმი და პაციენტი - Sputnik საქართველო
საქართველოში 155 არაკეთილსინდისიერი ექიმი დაისაჯა

დარახველიძეს მიმართა ერთ-ერთმა მშობელმა ნენე ხუროშვილმა, რომელმაც ისაუბრა, რომ მის შვილს ორ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში სრულიად სხვადასხვა დიაგნოზი დაუსვეს. მისი თქმით, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში დასმული დიაგნოზის მიხედვით, უნდა ემკურნალათ ბავშვის აბსოლუტურად ჯანმრთელი გულისთვის, სხვაგვარად მას ცხვირზე ოპერაციას არ გაუკეთებდნენ. სხვა კლინიკაში ჩატარებული კვლევების მიხედვით კი დადგინდა, რომ მის შვილს სრულებით ჯანმრთელი გული ჰქონდა.

მშობელმა აღნიშნა, რომ მომხდარის თაობაზე იაშვილის კლინიკის სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე დაწერა და კლინიკის მენეჯერს მიმართა, თუმცა ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

მშობელმა დასვა კითხვა, თუ რა გარანტიაა იმისა, რომ ექიმი, რომელიც გადამზადების სამთვიან კურსებს გაივლის, იმავე შეცდომას არ დაუშვებს. დარახველიძემ ამაზე უპასუხა, რომ ამის გარანტიას ვერავინ მისცემს.

„ჩვენ ვსაუბრობთ სისტემაზე, რომელიც აუცილებელია, ექიმმა პროფესიული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე გაიაროს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს პანაცეა არ არის. გადამზადების კურსი, შესაძლოა, ორმა ადამიანმა ერთნაირი ხანგრძლივობით გაიაროს, მაგრამ ერთი და იგივე შედეგი ვერ მივიღოთ. ეს დამოკიდებულია სუბიექტურ ფაქტორებზე და იმ გარემოებებზეც, სადაც ექიმს მუშაობა უწევს. ვგულისხმობ აპარატურის ხარისხს და ა.შ."

ოპერაცია საავადმყოფოში. საარქივო ფოტო - Sputnik საქართველო
საქართველოში ექიმებს ერთბაშად რამდენიმე კლინიკაში მუშაობა შეიძლება აეკრძალოთ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოქმედებს ცხელი ხაზი 1505, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ პასუხები ნებისმიერ კითხვაზე და ასევე — რეკომენდაციები.

დარახველიძის თქმით, თუ მოქალაქეს გაუჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ექიმმა დიაგნოზი არასწორად დასვა, მას შეუძლია მიმართოს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. უწყებაში მუშაობს სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც მსგავს საკითხებს სწავლობს.

დარახველიძემ განაცხადა, რომ კლინიკაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელი არიან მენეჯერები. მათ გულმოდგინედ უნდა ადევნონ თვალი სამედიცინო დახმარების ხარისხს.

სამინისტროსთან არსებული სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტო სამედიცინო სერვისების ხარისხის მაკონტროლებელი ორგანოა.

სააგენტო სწავლობს სამედიცინო დახმარების ხარისხს მოქალაქეების განცხადებებისა და საჩივრების საფუძველზე, ის ასევე აწარმოებს კლინიკებში სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების პირობებისა და შესრულების მონიტორინგს. სააგენტო სამედიცინო დაწესებულებებს აძლევს ლიცენზიებს, უზრუნველყოფს სასერტიფიკატო გამოცდების ჩატარებას ექიმებს შორის, გასცემს სერტიფიკატებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0