საქართველოში ექიმებს ერთბაშად რამდენიმე კლინიკაში მუშაობა შეიძლება აეკრძალოთ

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიოპერაცია საავადმყოფოში. საარქივო ფოტო
ოპერაცია საავადმყოფოში. საარქივო ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ჯანდაცვის სისტემის რეფორმა იგეგმება - მთავრობა და პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობენ

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება გეგმავს ჯანდაცვის სერიოზული რეფორმის გატარებას, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია, რომ ექიმებს ერთბაშად რამდენიმე კლინიკაში მუშაობა აეკრძალებათ, განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.

მიმდინარე წელს 67 ექიმს სხვადასხვა ვადით სახელმწიფო სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა, რადგან ისინი არაპროფესიონალიზმში არიან მხილებულნი. კიდევ 90-მა ექიმმა წერილობითი გაფრთხილება მიიღო.

„ექიმი ექვსს დაწესებულებაში ერთად მუშაობს. ხშირ შემთხვევაში, ერთიდან მეორეში რომ გადადის და სხვადასხვა დაწესებულებაში დღეში 30 ოპერაციას აკეთებს, სამედიცინო შეცდომა მოსდის, რასაც პაციენტის ჯანმრთელობისთვის არცთუ სასურველი შედეგები მოჰყვება. ასეთი პრაქტიკა უნდა აღვკვეთოთ“, — განაცხადა ზოიძემ. 

ტურისტები სეირნობენ თბილისის ისტორიულ ცენტრში - Sputnik საქართველო
გიგოლაშვილი: დაზღვევის ბაზარს რყევები არ უყვარს

მისი თქმით, ამჟამად დეპუტატები მთავრობის წევრებთან ერთად ამ თემაზე კანონპროექტს ამუშავებენ, რომელიც 2017 წლის ბოლომდე პარლამენტში შევა.

გარკვეული ცვლილებები შეიძლება შევიდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშიც, რომელიც მოქალაქეების სახელმწიფო დაზღვევას გულისხმობს. 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ექვს ჯგუფს მოიცავს: მიზნობრივი ჯგუფები (5 წლამდე ბავშვები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები და სოციალურად დაუცველი პირები), მაღალი შემოსავლების მქონე მოქალაქეები, საშუალო შემოსავლის მქონე პირები, 70000-დან 100000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები, მოზარდები (6-დან 18 წლამდე) და დაბალი, არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები.

მანამდე ზოიძემ განაცხადა, რომ საქართველოში 1 000-დან 3 000-ამდე ლარის შემოსავლის მქონე პირთათვის კერძო დაზღვევა შეიძლება სავალდებულო გახდეს.


ყველა ახალი ამბავი
0