საქართველოში 67 ექიმს ლიცენზია დროებით შეუჩერეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსამედიცინო კლინიკა
სამედიცინო კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლის დასაწყისიდან 90-მა ექიმმა წერილობითი გაფრთხილება მიიღო, ხოლო 67 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერდა

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში 67 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა, რადგან ისინი არაპროფესიონალიზმში ამხილეს.

2017 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით სამედიცინო საქმიანობის მარეგულირებელმა სახელმწიფო სააგენტომ 171 პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ საჩივრები შეისწავლა. შემდეგ პროფესიული განვითარების საბჭომ განიხილა 103 საკითხი და შეისწავლა 161 ექიმის მუშაობა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ამ დროისთვის საბჭომ არაპროფესიონალიზმში ამხილა და პასუხისმგებლობაში მისცა 157 ექიმი. აქედან 90-მა ექიმმა წერილობითი გაფრთხილება მიიღო, ხოლო 67 ექიმს სხვადასხვა ვადით სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერეს.

დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
ჯანდაცვის მინისტრი მედიცინის დაფინანსების გაზრდით ამაყობს

შედარებისთვის, 2016 წელს სააგენტომ 178 პაციენტის საქმე შეისწავლა. პროფესიული განვითარების საბჭომ განიხილა 123 საქმე, შედეგად პასუხისგებაში მისცა 198 ექიმი. აქედან წერილობითი გაფრთხილება მიიღო 105-მა ექიმმა, ხოლო ლიცენზია შეუჩერდა 93-ს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებული სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტო სამედიცინო მომსახურების ხარისხს აკონტროლებს. სააგენტო საქმეებს ქვეყნის მოქალაქეების განცხადებებისა და საჩივრების საფუძველზე სწავლობს.

სააგენტო მონიტორინგს უწევს კლინიკებში სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების შესრულებასა და პირობებს. უწყება აძლევს სამედიცინო დაწესებულებებს ლიცენზიებს, უზრუნველყოფს ექიმებს შორის სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას, ასევე გასცემს სერტიფიკატებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0