მიქაელ ბოტკოველი: ილია მეორე არ აპირებს გადადგომას

© Sputnik / Vladimir Umikashviliსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასმედიაში გავრცელდა ხმები იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გადადგომას აპირებს.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა უარყო ჭორები იმასთან დაკავშირებით, თითქოს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი თავის სტატუსზე უარს ამბობს.

ასეთი ჭორები გავრცელდა ბოდბის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე იაკობის სკანდალური განცხადების შემდეგ იმის შესახებ, რომ მთავრობის წევრები ილია მეორის გადაყენებას აპირებდნენ.

მეუფე იაკობის განცხადებამ ყველა გააოგნა - ხელისუფლებაც, საპატრიარქოც და მოსახლეობაც>>

„დღეს რამდენჯერმე მოვისმინეთ მედიასაშუალებებით ინფორმაცია, თითქოსდა პატრიარქი განარიდეს ქალაქს და ის აპირებდა განცხადების გაკეთებას გადადგომასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე და სინამდვილეს არ შეესაბამება. მისი უწმინდესობა ხშირად ტოვებს ხოლმე დედაქალს, ის ატარებს რეზიდენციაში რამდენიმე დღეს და ისევ ბრუნდება ქალაქში", - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

საპატრიარქო - Sputnik საქართველო
წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომა 31 ოქტომბერს გაიმართება

ილია მეორე კვირას სეზონური ვირუსული ინფექციის გამო საკვირაო წირვას ვერ დაესწრო. როგორც პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განაცხადა, გართულების თავიდან აცილების მიზნით ის რამდენიმე დღეს სახლში ატარებს.

ილია მეორე 86 წლისაა. ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს აკურთხეს, როდესაც 44 წლისა იყო.

რაც შეეხება მეუფე იაკობის განცხადებასთან დაკავშირებით აგორებულ სკანდალს, კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს დანიშნა. სხდომას დაესწრება თავად მეუფე იაკობი, რომელმაც განაცხადა, რომ მას მაშინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში სთხოვდნენ ილია მეორის გადადგომაში დახმარებას, შეხვედრას კი ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.

მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსობიდან გადადგა>>

მას შემდეგ, რაც სკანდალურმა განცხადებამ აჟიოტაჟი გამოიწვია, მეუფე იაკობი შეხვდა კათოლიკოს-პატრიარქს და აცნობა მას თავისი გადაწყვეტილება პატრიარქის ქორეპისკოპოსისა და საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ილია მეორის პასუხი ცნობილი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა განცხადებას ხელი მოაწერა.

ყველა ახალი ამბავი
0