მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსობიდან გადადგა

© photo: Bishop of Bodbe Jakob / FBბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, იგი დღეს სპეციალურად მივიდა საპატრიარქოში, რათა პატრიარქისთვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
მეუფე იაკობის სკანდალურმა განცხადებამ საქართველოში დიდი რეზონანსი გამოიწვია

მეუფე იაკობს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობისა და საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავჯდომარის უფლებამოსილება პირადი თხოვნის საფუძველზე საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ შეუჩერა. შესაბამისი ბრძანება საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გავრცელდა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, იგი დღეს სპეციალურად მივიდა საპატრიარქოში, რათა პატრიარქისთვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა.

„ვიყავი მოსული სპეციალურად, რომ მენახა უწმინდესი და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მეთქვა. მივიღე გადაწყვეტილება და გადავდექი ქორეპისკოპოსობიდან და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან. ეს არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება. თუმცა, ვრჩები ეპარქიაში", – განაცხადა მეუფე იაკობმა.

რამდენიმე დღის წინ მეუფე იაკობმა სკანდალური განცხადება გააკეთა ტელეკომპანია TV Pirveli-ს ეთერში და აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. მისი თქმით, შეხვედრა კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა. მისი ინფორმაციით, ანალოგიური მოთხოვნები მიიღეს მეუფე თეოდორემ, მეუფე გრიგოლმა და მეუფე პეტრემ.

გიორგი გახარიამ, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიტროპოლიტ იაკობის სკანდალურ ბრალდებებს სისულელე უწოდეს, ოპოზიციამ კი პროკურატურისგან საქმის გამოძიება მოითხოვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0