ილია მეორე ავადმყოფობის გამო საკვირაო წირვას ვერ დაესწო

© Sputnik / Vladimir Umikashvili სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე
 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმის განცხადებით, გართულებების თავიდან ასაცილებლად, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რამდენიმე დღეს სახლში გაატარებს

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას გაციების გამო დღეს ვერ დაესწრო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
პატრიარქმა საკვირაო წირვის შემდეგ წმინდა ამბროსი ხელაიას მოღვაწეობაზე ისაუბრა

პატრიარქის პირადი ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით,  ილია მეორეს სეზონური ვირუსული ინფექცია აქვს.

„პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას სამი დღის წინ ჰქონდა ვირუსული ინფექცია და მაღალი ტემპერატურა. ექიმების რჩევით, სრულად გამოჯანმრთელების მიზნით, ისვენებს. ილია მეორე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა და რეზიდენციაში იმყოფება“, - განაცხადა ცისანა შარტავამ.

შარტავას თქმით,  გართულებების თავიდან ასაცილებლად, ილია მეორე რამდენიმე დღეს სახლში გაატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0