სალომე ზურაბიშვილი პარიზში კულტურული მემკვიდრეობის სამიტზე გაემგზავრება 

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამიტზე 27 გამარჯვებულს შორის ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტიც დასახელდება, რომელიც კომპეტენტური ჟიურის მიერ 34 ქვეყნის 149 განაცხადიდან შეირჩა

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. სალომე ზურაბიშვილი პარიზში კულტურული მემკვიდრეობის სამიტს დაესწრება, რომელზეც გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სალომე ზურაბიშვილი ჟაკ შირაკს გამოეთხოვა – დაკრძალვას ათობით ლიდერი ესწრებოდა >>

სამიტზე 27 გამარჯვებულს შორის ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტიც დასახელდება, რომელიც კომპეტენტური ჟიურის მიერ 34 ქვეყნის 149 განაცხადიდან შეირჩა და წლის საუკეთესო კონსერვაციის პროექტად დასახელდა.

ეს პროექტი კონკურსზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს წარადგინა. მისი პრეზენტაცია პარიზში დღეს გაიმართა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი: მე ვარ საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის ელჩი

ღონისძიების ფარგლებში, ასევე ცნობილი გახდება 7 გრანპრის ლაურეატი და ნომინაციის „საზოგადოების რჩეული“ გამარჯვებული, რომლის მოსაპოვებლად კანდიდატურებისთვის ევროპისა და მსოფლიოს მოქალაქეების მხარდაჭერაა საჭირო.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე  ლევან ხარატიშვილი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი, „ფონდი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პროექტის თანადამფინანსებელი ნიკოლოზ ჩხეტიანი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი თამარ მელივა, პროექტის „ქართული სახლი“ ავტორთა ჯგუფის წარმომადგენელი ნანა მეფარიშვილი, პროექტის შემსრულებელი კომპანიის „არქიტექსი“ წარმომადგენელი შალვა მელიქიძე.

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია >>

საფრანგეთის დედაქალაქში საქართველოს პრეზიდენტი ხვალ გაემგზავრება. პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით პარიზში აგვისტოშიც იმყოფებოდა, სადაც მან ბიზნეს-ლიდერების ფორუმი გახსნა.

ყველა ახალი ამბავი
0