ეკონომიკის მინისტრმა თბილისის აეროპორტში ხარვეზები აღმოაჩინა

© photo: Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia / FBნათია თურნავა თბილისის აეროპორტში
ნათია თურნავა თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურნავა უკმაყოფილო დარჩა ინფრასტრუქტურით, როგორიცაა სველი წერტილები, გაფრენის დარბაზში არსებული სხვადასხვა სერვისები, კაფეები და რესტორნები

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ  კომპანია „ტავ ჯორჯიას“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აღმოჩენილი ხარვეზების გამოსასწორებლად გარკვეული ვადა მისცა, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.

საქართველოსა და ნორვეგიას შორის შესაძლოა პირდაპირი ავიამიმოსვლა დაინიშნოს >>

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აეროპორტის მოფრენის და გაფრენის ტერმინალები, შენობაში არსებული მაღაზიები და კაფეები, ასევე ავიასალაროები და სარეგისტრაციო დახლები დაათვალიერა. ის უკმაყოფილო დარჩა, რადგან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დათვალიერებისას საკმაოდ ბევრი ხარვეზი აღმოაჩინა.

„რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ აეროპორტმა მოქალაქეებს უკეთესი სერვისი მიაწოდოს. თუმცა, დღეს დავათვალიერე ორივე ტერმინალი და უკმაყოფილო დავრჩი, რადგან კვლავაც ძალიან ბევრი ხარვეზია აღმოსაფხვრელი. ჩვენ ძალიან მკაცრი გაფრთხილება მივეცით „ტავ ჯორჯიას“. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ „ტავ ჯორჯია“ ამჩნევს ამ პრობლემებს და დროულად უზრუნველყოფს მათ გამოსწორებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე რჩება

ნათია თურნავას თქმით, საქართველო ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბაზარი და ქვეყანაა და პირველ რიგში, სწორედ აეროპორტებმა უნდა წარმოაჩინოს ქვეყნის რეალური სახე, რომლითაც სტუმრებს ეგებება.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მოსაწესრიგებელია ისეთი ელემენტარული ინფრასტრუქტურა, როგორიცაა სველი წერტილები, გაფრენის დარბაზში არსებული სხვადასხვა სერვისები, იგივე კაფეები და რესტორნები, რომლის ინტერიერიც კარგა ხანია აღარ პასუხობს შესაბამის სტანდარტებს.

„დავგეგმეთ კონკრეტული ღონისძიებები, მივეცი გარკვეული ვადა „ტავ ჯორჯიას“. მინდა გითხრათ, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ კიდევ ერთხელ ვეწვევი თბილისის საერთაშორისო აეროპორტს და გადავამოწმებ რამდენად ხდება პრობლემების აღმოფხვრა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

პირდაპირი ავიამიმოსვლა აშშ-თან: თურნავა მოლაპარაკებებს იწყებს >>

„ტავ ჯორჯია” თბილისის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორია. მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0