საქართველოსა და ნორვეგიას შორის შესაძლოა პირდაპირი ავიამიმოსვლა დაინიშნოს

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშინორვეგია
ნორვეგია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და ნორვეგიას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ოსლოში იმსჯელეს

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ელჩი ნორვეგიაში მაია ყიფშიძე ნორვეგიული კომპანია „ავინორის“ (Avinor) საავიაციო მიმოსვლის განვითარებისა და ტვირთების დეპარტამენტის დირექტორს, მარტინ ლანგოს შეხვდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

Wizz Air-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ერთით ნაკლები: Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს

საელჩოს ცნობით, მარტინ ლანგოსთან შეხვედრაზე ნორვეგიასა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობები განიხილეს.

ამ დროისთვის სკანდინავიის რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველო პირდაპირი ავიაფრენებით უკვე დაკავშირებულია დანიასთან. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული ავიარეისები კოპენჰაგენში სრულდება.

ტელეკომპანიის ცნობით, იგეგმება ფრენების დაწყება შვედეთისა და ფინეთის მიმართულებითაც.

© Sputnik / Konstantin Ivanovსაქართველოს ავიაბაზარი 2018 წელს
საქართველოსა და ნორვეგიას შორის შესაძლოა პირდაპირი ავიამიმოსვლა დაინიშნოს - Sputnik საქართველო
საქართველოს ავიაბაზარი 2018 წელს
ყველა ახალი ამბავი
0