გახარია მეუფე იაკობის განცხადებაზე: „შოკირებული ვარ...“

გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შოკირებულია ბოდბის ეპარქიის მღვდელმთავრის, მეუფე იაკობის ბრალდებებით, რომლებიც კათოლიკოს-პატრიარქს ეხება

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კატეგორიულად უარყო ბოდბის ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის ბრალდებები, თითქოსდა მთავრობის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გადაყენებას გეგმავდნენ.

ილია მეორე: საკვირველია ჩვენი წარსული, აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი >>

მეუფე იაკობმა სკანდალური განცხადება ტელეარხ TV Pirveli-ის ეთერში გააკეთა. მისი თქმით, მასთან შეხვედრა შედგა გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში, როდესაც ის პრემიერი იყო. მისი თქმით, შეხვედრას ესწრებოდნენ ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია. მღვდელმთავარი ამტკიცებს, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“.

„მსგავსი სისულელეები უკვე საზღვარს გადასცდა. რა თქმა უნდა, არ ვადასტურებ მსგავს შეხვედრას“, - უპასუხა გახარიამ ჟურნალისტის შეკითხვაზე.

პრემიერმა აღიარა, რომ მღვდელმთავრის მსგავსი საქციელის გამო შოკირებულია. ამასთან მან მეუფე იაკობის კიდევ ერთი ხმამაღალი განცხადება გაიხსენა.

ილია მეორე და გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
ილია მეორემ საქართველოს პრემიერი დალოცა

„მახსენდება, რომ ეს მეუფე ის მეუფეა, რომელიც იძახდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო“, - განაცხადა გახარიამ.

ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კულტურიდან - მეწაღემ წაღები უნდა შეკეროს, ბანკირმა ბანკს უნდა მიხედოს, მეპურემ პური უნდა გამოაცხოს, მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას ყველამ თავი უნდა დაანებოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ, რომელიც მეუფე იაკობის მოწინააღმდეგეა, საპატრიარქოში ბოლო დროს შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა კათოლიკოს-პატრიარქს დააკისრა.

ილია მეორე: „ფრთხილად იყავით და არ დაუშვათ რამე შეცდომა“ >>

„რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ უნდა შეიკრიბოს სინოდი... ყველა სამარცხვინო მდგომარეობასა და კრიზისზე, რაც ეკლესიაში სუფევს, პასუხისმგებლობა პატრიარქმა და მისმა გარემოცვამ უნდა იკისროს“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

ყველა ახალი ამბავი
0