ქართველი ჩოგბურთელი თანამედროვე ჩოგბურთის ლეგენდას შეიძლება დაუპირისპირდეს

© photo: AFP 2020 / GREG BAKERნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთხელ ქართველმა სპორტსმენმა უკვე წააგო ფედერერთან. ბასილაშვილი მას დიდი სლემის თასზე ავსტრალიაში შეხვდა

თბილისი, 26 ოქტომბერი -  Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი, 27 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის კორტზე ლეგენდარულ შვეიცარიელ ჩოგბურთელ, როჯერ ფედერერს შეიძლება შეხვდეს.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის ფინალში რუს ჩოგბურთელს მოუგო >>

ამისათვის ბასილაშვილმა უნდა გაიაროს Rolex Paris Masters-ის პირველი რაუნდი, რომლის საპრიზო ფონდი თითქმის ექვს მილიონ ევროს აღწევს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ბასილაშვილი US Open-ის მეორე წრეში გავიდა

ელიტარული ტურნირის პირველ ნომრად განთესილია სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი, შემდეგ მოდის რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი და დანილა მედვედევი.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრძოლას პირველი წრიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე მოლდაველი ჩოგბურთელი რადუ ალბოტი გახდება. ჩოგბურთელები ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ და ოთხივე შეხვედრა ბასილაშვილის გამარჯვებით დასრულდა. ბოლოჯერ ბასილაშვილმა ალბოტს შანხაიში ანგარიშით 4:6, 6:1, 6:3 მოუგო.

იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მოიგებს პირველ მატჩს, მოიპოვებს 45 სარეიტინგო ქულას და სოლიდურ ფულად თანხას.

ბასილაშვილი ფედერერს ერთხელ, 2016 წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე შეხვდა. მაშინ ფედერერმა სამ სეტში მოიგო - 6:2,6:1,6:2.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბასილაშვილმა პარიზის ტურნირის პირველი წრე გაიარა, თუმცა მეორეში სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან სამ სეტში დამარცხდა (3:6, 7:6, 6:7) და ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.

ყველა ახალი ამბავი
0