ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის ფინალში რუს ჩოგბურთელს მოუგო

© REUTERS / FABIAN BIMMERნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰამბურგის ტურნირზე ბასილაშვილმა 350 ათასი ევრო გამოიმუშავა

თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (მე-16 ნომერი АТР-ს რეიტინგით) ჰამბურგში АТР-500-ის სერიის ტურნირი მოიგო და ერთი წლის წინ მოგებული ტიტული დაიცვა.

ფინალში, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ბასილაშვილმა რუს ანდრეი რუბლიოვს სამ სეტში მოუგო - 7:5, 4:6, 6:3.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
დაიცავს თუ არა ქართველი ჩოგბურთელი ტიტულს ჰამბურგის ტურნირზე

ფინალის ორი პირველი პარტია შედარებით თანაბარი ბრძოლით წარიმართა და გამარჯვებული მესამე, გადამწყვეტ სეტში გამოვლინდა, რომელიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა. დებიუტში ბასილაშვილმა რუბლიოვის ჩაწოდება აიღო და 2:0 დაწინაურდა. თუმცაღა, რუსმა სპორტსმენმა მაშინვე გააკეთა უკუბრეიკი და მატჩს დაუბრუნდა.

მაგრამ შემდეგ გეიმში ბასილაშვილის მეტოქე „ჩაფლავდა“ - თავის ჩაწოდებაზე რუსეთის წარმომადგენელმა 0:40 წააგო. მოპოვებული უპირატესობა ქართველ სპორტსმენს აღარ დაუთმია და მან მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

ბასილაშვილმა ჰამბურგში თავისი ტიტულის და 500 სარეიტინგო ქულის დაცვა შეძლო. ეს კი ნიშნავს, რომ ქართველი ჩოგბურთელი АТР-ს განახლებულ რეიტინგში მე-16 პოზიციას შეინარჩუნებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი „უიმბლდონს“ გამოეთიშა >>

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი გახდა მეოთხე ჩოგბურთელი ჰამბურგის ტურნირის ისტორიაში (1968 წლიდან), რომელმაც თავისი ტიტულის დაცვა მოახერხა. მსგავს წარმატებას მიაღწიეს - ედი დიბსმა (აშშ, 1973, 1974), ალექსანდრ მედვედევმა (უკრაინა, 1994, 1995) და როჯერ ფედერერმა (აშშ, 2004, 2005).

გარდა იმისა, რომ ბასილაშვილმა 500 სარეიტინგო ქულის შენარჩუნება შეძლო, ჰამბურგის ტურნირზე მან 350 ათასი ევრო გამოიმუშავა.

ყველა ახალი ამბავი
0