„დაჯარიმდებით!" - კალაძემ ტაქსის მძღოლები გააფრთხილა

გამოწერა
1 ოქტომბრიდან თბილისში ტაქსის მანათობელით მოძრავი ავტომობილები თეთრი ფერის უნდა იყოს. ქალაქის მერმა А კატეგორიის ტაქსის მძღოლებს მოუწოდა, მაქსიმალურად დაიცვან თბილისის მერიის მიერ დადგენილი სტანდარტები და მოთხოვნები

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. А კატეგორიის ტაქსის მძღოლები, რომლებმაც საკუთარი ავტომობილის ფერი მხოლოდ ნაწილობრივ შეცვალეს, დაჯარიმდებიან, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

თბილისის ტაქსი - Sputnik საქართველო
სალონის ქიმიური წმენდის უფასო ვაუჩერი – მორიგი საჩუქარი ტაქსის მძღოლებისთვის

კალაძემ ვიცე-პრემიერ ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ საჭიროების შემთხვევაში ტაქსების რეფორმის შესახებ საკრებულოს მიერ დამტკიცებულ წესში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

„რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომ A კატეგორიის ტაქსების ნაწილი სრულად არ არის გადაღებილი ან ფირი არ აქვს მთლიანად გადაკრული. მგონია, რომ ეს პრობლემას წარმოადგენს", - განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ტაქსის ნებართვის გარეშე ან სანებართვო წესების დარღვევით გაწეული მომსახურების ფაქტებზე 1 ოქტომბრიდან დღემდე დაახლოებით ორი ათასამდე ტაქსის მძღოლი დაჯარიმდა, რომელთაგან 700 ტაქსის მძღოლი რეფორმის პირველ დღეს  200 ლარით დააჯარიმეს. თუმცა, პარლამენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ მხოლოდ 1 ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსისტებისთვის ერთჯერადი ამინისტია გამოაცხადონ და მძღოლებს ჯარიმები ჩამოაწერონ.

ქალაქის მერმა А კატეგორიის ტაქსის მძღოლებს მოუწოდა მაქსიმალურად დაიცვან თბილისის მერიის მიერ დადგენილი სტანდარტები და მოთხოვნები.

ტაქსის რეფორმა

თბილისში ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო, პირველ ეტაპზე, გასული წლის ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაავალეს. თუმცა, აღნიშნული შემოწმება ლიცენზიის მქონე მძღოლების ავტომანქანებიდან მხოლოდ 70%-მა გაიარა.

ტაქსი - Sputnik საქართველო
აიკრძალება თუ არა თბილისში ძველი მანქანებით „ტაქსაობა“

რეფორმის მეორე ეტაპზე, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბერს დაიწყება, განისაზღვრება ავტომობილის ფერი, ერთიანი სტანდარტები და უსაფრთხოების ნორმები.

A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით - ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლების საფუძველზე. A კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე შეძლებენ მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით სარგებლობას.

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ აქვთ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის მუშაობა მხოლოდ ტაქსის კომპანიებთან თანამშრომლობით არის ნებადართული.

А კატეგორიის ტაქსების რაოდენობამ უკვე 11 ათასს მიაღწია, თბილისის მერიამ კი ტაქსის მძღოლებისთვის 9 ათასი ტაქსის მანათობელი უფასოდ დაარიგა.

ყველა ახალი ამბავი
0