გახარია ბერას გადაწყვეტილებაზე საზოგადოების რეაქციას „აბსოლუტურად მიუღებელს“ უწოდებს

© photo: Government of Georgia / FB გიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი გახარიამ შეახსენა ბერა ივანიშვილის კრიტიკოსებს, რამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული მის ოჯახს საქართველოსთვის

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უსამართლობა უწოდა კრიტიკის იმ ტალღას, რომელიც მმართველი პარტიის დამფუძნებლისა და საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ვაჟს - ბერა ივანიშვილს დაატყდა იმის გამო, რომ მან ამაზონის ჯუნგლების აღდგენის ფონდში 1 მილიონი დოლარის გადარიცხვა გადაწყვიტა.

ბერა ივანიშვილი ამაზონის ტყეების გადასარჩენად მილიონ დილარზე მეტს გადარიცხავს >>

მუსიკოსმა და პროდიუსერმა ბერა ივანიშვილმა თავისი გეგმების შესახებ განაცხადა ვიდეოში, რომელიც Instagram-ის საკუთარ აკაუნტზე გამოაქვეყნა. ამ სიახლეს დიდი რეზონანსი მოყვა. ზოგი წერდა სოციალურ ქსელებში, რომ უმჯობესია ბორჯომის ტყეები გადაერჩინა, სხვები ობლებისა და ღარიბების დახმარებას ურჩევდნენ,

„ამ დროს, როდესაც პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ახალგაზრდა ადამიანის ქველმოქმედება ხდება პოლიტიკური თავდასხმის საგანი, აბსოლუტურად მიუღებელია და უფრო მეტსაც გეტყვით – ეს არის ის მცდელობა ამოტრიალებული რეალობის, როდესაც ტყუილს სიმართლეს ვეძახით და სიმართლეს საერთოდ ვერ ვხვდებით რა უნდა დავარქვათ“, - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, მიუღებელია და უსამართლობაა ბერას გადაწყვეტილების გაკრიტიკება, რომლის ოჯახმა საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად ასობით მილიონი დოლარი დახარჯა და ახლა ქვეყნის განათლების სისტემას ეხმარება. ახლახან ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ“ ქუთაისში საგანმანათლებლო კომპლექსის ასაშენებლად 1 მილიარდი ევრო გადარიცხა.

ბერა ივანიშვილი ნანუკა გუდავაძე - Sputnik საქართველო
ბერა ივანიშვილი ნიგერიელი გოგონას ნათლია გახდა – ფოტოები

„ყველას უნდა გვახსოვდეს, ეს არ არის რაღაც ჰაერიდან მოტანილი ციფრები – სამ მილიარდ დოლარზე მეტია ქველმოქმედებაში დახარჯული და შეუძლებელია, როდესაც ქველმოქმედების აქტზე ხდება პოლიტიკური შეტევა, უბრალოდ, გაურკვეველია და უსამართლოა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

წელს ამაზონის ტყეებში, რომლებსაც „პლანეტის ფილტვებს“ უწოდებენ, 70 ათასზე მეტი ხანძრის კერა დაფიქსირდა, რაც 2018 წელთან შედარებით 84%-ით მეტია. წლების განმავლობაში ეს ყველაზე საშინელი ტყის ხანძრები იყო.

ვარსკვლავებს შორის, რომლებიც ამაზონის ტყეებში გაჩენილ ხანძრებს გამოეხმაურნენ და ფონდში დიდი თანხები გადარიცხეს, არიან ცნობილი მსახიობი ლეონარდო დი კაპრიო და პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდო.

ყველა ახალი ამბავი
0