Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ბერა ივანიშვილი ამაზონის ტყეების გადასარჩენად მილიონ დილარზე მეტს გადარიცხავს

© photo: Bera Official / FBბერა ივანიშვილი
ბერა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსიკოსმა აღნიშნა, რომ ეს არის დახმარება არამარტო მისი, არამედ მთლიანად ივანიშვილების ოჯახის მხრიდან

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანის, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამაარსებლისა და თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, მომღერალი ბერა ამაზონის ჯუნგლების აღდგენის ფონდში 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს.

„გამარჯობა, ბრაზილია. მე მაქვს შეტყობინება შენთვის და ყველასათვის, ვისაც გული შესტკივა ჩვენი პლანეტის მომავალზე“, - ასე დაასათაურა ბერამ თავისი ვიდეო.

A post shared by BERA (@beraofficial) on

„დღეს მინდა დავეხმარო ჩემს ბრაზილიელ მეგობრებს, ვინც ჩვენსა და ამ კატასტროფას შორის დგანან. იმის მიუხედავად, რომ ათასობით მილის დაშორებით ვცხოვრობ, ჩემმა ბრაზილიელმა თაყვანისმცემლებმა ისეთი მიმიღეს, როგორიც ვარ, მეპყრობოდნენ სიყვარულითა და პატივისცემით, როგორც ოჯახის წევრს", - ამბობს ბერა ივანიშვილი თავის ვიდეომიმართვაში და აღნიშნავს, რომ ეს დახმარება არის არამარტო მისი, არამედ მისი ოჯახის მხრიდან.

ამაზონის ტყეებიში კვლავ ხანძარია - ჩნდება ახალი კერები - Sputnik საქართველო
რა დარჩა ამაზონის ჯუნგლებისგან: ტყის ხანძრის საშინელი შედეგები – ფოტო

„დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი ხანძარი მიმდინარე წლის 6 აგვისტოს გაჩნდა. სულ დაფიქსირდა 70 ათასზე მეტი კერა, რაც 2018 წელთან შედარებით 84%-ით მეტია. 26 აგვისტოს „დიდი შვიდეულის“ წევრებმა ხანძრის ჩასაქრობად 22 მილიონი დოლარი გამოყვეს.

აალების ძირითადი კერები ბრაზილიის ტერიტორიაზე იყო. ხანძრები დაფიქსირდა ბოლივიისა და პერუს ტერიტორიებზეც.

ვარსკვლავებს შორის, რომლებიც ამაზონის ტყეებში გაჩენილ ხანძრებს გამოეხმაურნენ და ფონდში დიდი თანხები გადარიცხეს, არიან ცნობილი მსახიობი ლეონარდო დი კაპრიო და პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდო.

 

ყველა ახალი ამბავი
0