Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ბერა ივანიშვილი ნიგერიელი გოგონას ნათლია გახდა – ფოტოები

© photo : nanukagudavadze / Instagramბერა ივანიშვილი ნანუკა გუდავაძე
ბერა ივანიშვილი ნანუკა გუდავაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბერა ივანიშვილს ახალი ნათლული ჰყავს.

მუსიკოსი ბერა ივანიშვილი ნიგერიელი გოგონას ნათლია გახდა. მუსიკოსმა ფოტოები Instagram-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

 „ყველაზე კარგი ნათლია ნათლული! ულამაზესი და უსაყვარლესი ბავშვია სალომე“, „რა მაგარია, გილოცავთ, ყველაზე მაგარი რამე გააკეთეთ“, – წერენ კომენტარებში.
ბერამ და მისმა მეუღლემ ნანუკა გუდავაძემ საკუთარი ახალი ამბავი საზოგადოებას ჯერ კიდევ 2019 წლის აპრილში ამცნეს. მათ გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც ჩახუტებულებს ხელის გულებზე უწყვიათ ბავშვის ფაჩუჩები. მოგვიანებით მომავალმა მშობლებმა ბავშვის სქესიც გაამხილეს – ისინი ბიჭს ელოდებიან.
საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ერთ-ერთი ვაჟი – ბერა მოდელ ნანუკა გუდავაძეზე 2018 წლის ნოემბერში დაქორწინდა. ახალგაზრდებმა მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწერეს ჯვარი, რის შემდეგაც ეს ღირსშესანიშნავი დღე კოჯრის მახლობლად, ერთ-ერთ ფეშენებელურ კომპლექსში აღნიშნეს. ოფიციალურად ბერამ ურთიერთობა რჩეულთან 2019 წლის მარტში დააკანონა.

ყველა ახალი ამბავი
0