საგარეო უწყებამ საქართველოსთვის „შტაინმაიერის ფორმულის" შესახებ ხმები უარყო

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი დიდი ხნით ადრე დაიგეგმა.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს კონფლიქტების დარეგულირების საკითხთან დაკავშირებით საქართველოში არანაირი ინიციატივა არ ჩამოაქვს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

 გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - Sputnik საქართველო
შტაინმაიერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანიის პრეზიდენტმა საქართველოს, უკრაინის მსგავსად, უნდა გადასცეს „შტაინმაიერის ფორმულის" ანალოგიური გეგმა, მისი საქართველოში ვიზიტის თაობაზე ინფორმაციის გაჩენის შემდეგ გავრცელდა. შტაინმაიერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით კვირას ეწვევა.

„შტაინმაიერის ვიზიტი დიდი ხნით ადრე დაიგეგმა. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტის დროს და მაშინ ჩვენთვის უკვე ცნობილი იყო, რომ საპასუხო ვიზიტით შტაინმაიერი საქართველოს ეწვეოდა. ჩვენ ვუმასპინძლეთ გერმანიის კანცლერს ერთი წლის წინ, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი გამოხატულება იყო გერმანიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის. მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ იგი არანაირი ინიციატივით არ ჩამოდის, კონფლიქტის მოგვარებასთან მიმართებით მას არანაირი წინადადებები არ აქვს", – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოში შტაინმაიერს დაგეგმილი აქვს შეხვედრები ქვეყნის პირველ პირებთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან და ბიზნესმენებთან. იგი ასევე ეწვევა კახეთს, სადაც დაათვალიერებს რამდენიმე ღვინის ქარხანას, ეწვევა ალავერდის საკათედრო ტაძარს და ერეკლე მეორის მუზეუმს.

დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
ლავროვთან შეხვედრის შემდეგ – ზალკალიანი დეპუტატებს „ანგარიშს ჩააბარებს“

რაც შეეხება „შტაინმაიერის ფორმულას" უკრაინისთვის, იგი ითვალისწინებს დონეცკისა და ლუგანსკისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც იქ ჩატარდება სამართლიანი და თავისუფალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით და რომელიც აღიარებული იქნება ეუთოს მიერ.

ინიციატივა ბელარუსის დედაქალაქში იქნა შეთანხმებული და ხელმოწერილი უკრაინის წარმომადგენლების მიერ.

საქართველოში ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ორი რეგიონია – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა, საქართველომ კი საპასუხოდ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატების რეგულარული შეხვედრების ფორმატით არის შენარჩუნებული. გასულ კვირაში საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა შედგა.

ყველა ახალი ამბავი
0