ეროვნული ბანკი ლარის გამყარებისთვის ბრძოლას აგრძელებს

© Administration of the President of Georgia / FBკობა გვენეტაძე
კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
ეროვნული ბანკის მიერ სექტემბერში განხორციელებული ზომების მიუხედავად, ლარი არ მყარდება და შესაბამისად ინფლაციაზე წნეხიც არ მცირდება

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა ახალი ზომების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ლარის გამყარებას.

ექვს თვეში ლარი დოლარის მიმართ 10%-ით გაუფასურდა. თუ კი 1 აპრილს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ლარის კურსი შეადგენდა 2,7029 GEL/$1, 1 ოქტომბერს მან უკვე მიაღწია 2,9770 GEL/$1.

ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 40 მლნ დოლარი გაყიდა >>

ეროვნულმა ბანკმა უკვე ორჯერ შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი და საკუთარი რეზერვების ნაწილი გაყიდა, მაგრამ ამან მოკლევადიანი შედეგი გამოიღო.

ბოლოჯერ ლარმა ანტირეკორდს 26 სექტემბერს მიაღია - 2,9808 GEL/$1, ამის შემდეგ ლარი ცოტა ხნით გამყარდა და უკვე 1 ოქტომბერს ამ პოზიციას დაუბრუნდა. ამასთან ინფლაციის დონემ აგვისტოში დაგეგმილი 3%-ის ნაცვლად უკვე 4,9%-ს მიაღწია.

რა მოიმოქმედა ბანკმა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, ინფლაციაზე წნეხის შესამცირებლად მიღებულია გადაწყვეტილება უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირებისა და უცხოურ ვალუტაში ლიკვიდურობის კუთხით შეღავათების დაწესების შესახებ.

საბანკო ტერმინალები - Sputnik საქართველო
საქართველოში 100 ათასზე მეტი სესხი გაძვირდება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო

ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, სარეზერვო მოთხოვნები ეროვნულ ვალუტაში მოზიდული თანხების 5%-ს შეადგენს და უცხოურ ვალუტაში სესხად აღებული თანხების - 30%-ს. ამასთან ეროვნულ ვალუტაში 1-დან 2 წლამდე ვადით მოზიდული თანხები სარეზერვო მოთხოვნებისგან თავისუფალია, ხოლო უცხოურ ვალუტაში ამ ვადით მოზიდული სახსრებისთვის სარეზერვო ნორმა 15%-ს შეადგენს.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნები5%-ით შემცირების შესახებ, ამავდროულად უცხოური ვალუტის ლიკვიდობის მიმართულებით გარკვეული შეღავათი მიეცემათ კომერციულ ბანკებს. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელი იქნება, დაახლოებით 700 მილიონი დოლარის დამატებითი რესურსი კომერციულმა ბანკებმა გასცენ სესხებად. ასევე, საპროცენტო განაკვეთი ამ უცხოური ვალუტის სესხებზე შემცირდება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

GEO VERSION - Лари, живи!
ეროვნული ბანკი ლარის გამყარებისთვის ბრძოლას აგრძელებს - Sputnik საქართველო
GEO VERSION - Лари, живи!

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ლარის კურსის დინამიკაზე დადებითად აისახება.

„ამ ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყოს გაცვლითი კურსის დინამიკის შეცვლას და დასტაბილურებას და დროთა განმავლობაში წნეხი შემცირდება ინფლაციაზე“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს >>

ამასთან გვენეტაძემ აღნიშნა, რომ მიღებული ზომები ეკონომიკის დედოლარიზაციის ტემპებს შეანელებს, მაგრამ არ ნიშნავს ამ პოლიტიკაზე უარის თქმას.

„შესაძლებელია, ამ პროცესმა დროებით ლარიზაციის ტემპის მცირედით შენელება გამოიწვიოს, თუმცა ეს იქნება მხოლოდ კორპორატიული სექტორის და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კოორდინაცია მთავრობასთან, ვიღებთ იმ ზომებს, რომლებიც ჩვენი მხრიდან არის საჭირო“, - განაცხადა გვენეტაძემ.

პრემიერი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა მხარს უჭერს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირების კუთხით.

ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
ფინანსთა მინისტრი წლის ბოლოსთვის ლარის გამყარებას ელოდება

„ის, რაც დღეს ეროვნულმა ბანკმა გააკეთა, ის ნაბიჯები, რაც გადადგა უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირებისთვის – ჩვენ მთავრობა ამ ნაბიჯს სრულად მიესალმება და მხარს უჭერს“, - განაცხადა გახარიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით ყველაფერს გააკეთებს, რათა ფასები და ლარის კურსი დასტაბილურდეს.

„დღეს ის ნაბიჯი რაც ეროვნულმა ბანკმა გადადგა სრულ მხარდაჭერას იმსახურებს მთავრობის მხრიდან და რა თქმა უნდა, ჩვენ შემდგომ უკვე ბიზნესთან სრული კომუნიკაციით გავაკეთებთ ყველაფერს რამეთუ ის იაფი რესურსი გამოთავისუფლებული, რომელიც საბანკო სექტორმა უკვე შეუძლია მიაწოდოს ეკონომიკას, ეფექტურად იყოს ათვისებული”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველა ახალი ამბავი
0