ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 40 მლნ დოლარი გაყიდა

© Pixabay / pasja1000დოლარის კუპიურა
დოლარის კუპიურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს აუქციონზე ვალუტა მეორედ გაყიდა.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. პარასკევს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ დოლარი გაყიდა, საშუალოშეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2,9346 GEL/$1 შეადგინა.

დოლარები - Sputnik საქართველო
ისტორიული მაქსიმუმი: საქართველოს საერთაშორისო რეზერვები რეკორდს ხსნის

ნახევარი წლის განმავლობაში ლარი დოლარის მიმართ 11,1%-ით გაუფასურდა. თუ 26 მარტისთვის ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულმა ლარის კურსმა დოლარის მიმართ 2,6822 GEL/$1 შეადგინა, 27 სექტემბრისთვის მან უკვე 2,9808 GEL/$1 მიაღწია.

სექტემბერში ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ორჯერ გაზარდა – 6,5%-დან 7,5%-მდე, თუმცა ლარი გაუფასურებას მაინც აგრძელებდა. ამიტომ ეროვნულმა ბანკმა ლარის დასტაბილურებისთვის სავალუტო აუქციონზე 40 მილიონის გატანა გადაწყვიტა.

თუ ლარის კურსი დოლარის მიმართ გაუფასურებას განაგრძობს და, შესაბამისად, ინფლაციური მოლოდინები გაიზრდება, ეროვნული ბანკი მზადაა ვალუტის გაყიდვისა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გააგრძელოს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ ნაბიჯები, რომლებსაც ეროვნული ბანკი დგამს, იქნება ეს ინტერვენცია თუ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა, შედეგებს მოიტანს.

„ლარი არა მარტო დასტაბილურდება, არამედ წლის ბოლომდე ლარი დაიწყებს გამყარებას. ჩვენ არ ვამბობთ, რომ პროცესი ამ დღეებში ან უახლოეს კვირებში დაიწყება, სამწუხაროდ, ეს ასე არაა. ამისთვის საჭიროა რამდენიმე თვე, მაგრამ ლარის მიმართ პროგნოზები და მოლოდინები პოზიტიურია", – განაცხადა მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფისკალური პოლიტიკა ხელს არ უწყობს ლარის გაუფასურებას.

„ჩვენი ფისკალური დავალიანება არის დაგეგმილის ფარგლებში, ჩვენი ხარჯვა არის ძალიან პასუხისმგებლიანი ხარჯვა, შესაბამისად, ამ მხრივ ლარზე ზეწოლა არ არის. თუმცა, არაერთხელ ვთქვით, რომ იყო სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის საგარეო, შიდა პოლიტიკური ფაქტორები, რამაც გამოიწვია ზეწოლა ლარზე", – განაცხადა მაჭავარიანმა.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების საშუალებით ხორციელდება.

GEO VERSION - Лари, живи!
ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 40 მლნ დოლარი გაყიდა - Sputnik საქართველო
GEO VERSION - Лари, живи!
ყველა ახალი ამბავი
0