თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებმა, სამხედრო სწავლების – „კავკასიური არწივი – 2019“–ის გეგმის შესაბამისად, ღამით ფარულად და სხვადასხვა გზით შეაღწიეს პირობითი მოწინააღმდეგის თავდაცვაში. ამის შესახებ „Sputnik–აზერბაიჯანი“ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
სპეცრაზმელებმა მნიშვნელოვან სტრატეგიულ და სამხედრო ობიექტებზე თავდასასხმელად მომგებიანი პოზიციები დაიკავეს და პირობითი მოწინააღმდეგის კუთვნილი ობიექტებიდან გამოსვლის სამოქმედო გეგმა დაამუშავეს.
სპეციალური დანიშნულების ძალების სწავლება „კავკასიური არწივი – 2019“ 23 სექტემბერს ბაქოში ჩატარდა.
სამი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები სწავლების ფარგლებში პირობით სამიზნეს გაანადგურებენ საჰაერო კომპონენტების გამოყენებით, გაათავისუფლებენ მძევლებს, გამოიყვანენ დაჭრილებს და შეასრულებენ სხვა ამოცანებს.
წვრთნებში, რომლებიც 1 ოქტომბრამდე გასტანს, დამკვირვებლების სახით პაკისტანელი სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობენ.
„კავკასიური არწივი“ 2009 წლიდან ტარდება. წინა სწავლება 2017 წლის 5–დან 14 ივნისამდე გაიმართა.