ბაქოში სამი ქვეყნის სპეცრაზმების წვრთნები დაიწყო

© courtesy of Defense Ministers of Azerbaijanსაქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეცრაზმების ერთობლივი წვრთნების გახსნა
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეცრაზმების ერთობლივი წვრთნების გახსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანში დაიწყო სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2019", რომლის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები დაამუშავებენ პირობითი მიზნის განადგურების, მძევლების გათავისუფლებისა და სხვა ამოცანებს.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ბაქოში მიმდინარეობს აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სპეციალური დანიშნულების ძალების ერთობლივი წვრთნები „კავკასიის არწივი 2019", იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი" ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

სამი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები შეასრულებენ საჰაერო კომპონენტების გამოყენებით პირობითი მიზნის განადგურების, მძევლების გათავისუფლების, დაჭრილების ევაკუაციისა და სხვა ამოცანებს.

სწავლება 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მასში დამკვირვებლების სახით ასევე მონაწილეობენ პაკისტანელი სამხედროები.

სწავლება Qafqaz Qartalı („კავკასიის არწივი") 2009 წლიდან პერიოდულად ტარდება. ბოლო წვრთნები 2017 წლის 5-14 ივნისს გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0