ცქიტიშვილმა 2020 წლის მთავარ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

© Sputnik / Asatur Yesayantsმაია ცქიტიშვილი
მაია ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება გზების მშენებლობა, წყალმომარაგება და განათლების ობიექტები

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარით გაიზრდება და 3,7 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა ორშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რომლებიც ხორციელდება როგორც რაიონულ და სასოფლო გზებზე, ისე სახელმწიფო მნიშვნელობის გზებზე, გამოყოფილია რეკორდული თანხა – 1,5 მილიარდი ლარი.

საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი იზრდება >>

„ყველაზე დიდი წილი ბიუჯეტიდან კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურას უჭირავს, რომელიც ასახავს იმ საჭიროებებს, რაც მოსახლეობას აქვს. მათ შორის, ამაში შედის ის საერთაშორისო მაგისტრალები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არის აუცილებელი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა

კერძოდ, უწყების ხელმძღვანელმა დაასახელა რიკოთის უღელტეხილი, ასევე ქვეშეთი–კობის გზის მონაკვეთი და სხვა საერთაშორისო მაგისტრალები.

გზების მშენებლობა

„ჩვენ 2020 წელს შევძლებთ ქუთაისის შემოვლითი გზის გახსნას, ასევე გავხსნით ხაშურის შემოვლით გზას, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთს და გავაგრძელებთ ყველა იმ მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც რეგიონებში ასე სჭირდება ჩვენს მოსახლეობას“, – აღნიშნა მინისტრმა.

მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო
მთავრობის ამბიციური გეგმა: წითელი ხიდიდან სარფამდე 4,5 საათში ჩახვალთ

საერთო ჯამში, რიკოთის უღელტეხილზე იგეგმება 51,6 კილომეტრის სიგრძის გზის გაყვანა, რომლის შემადგენლობაშიც იქნება 96 ხიდი და 53 გვირაბი. გზის მშენებლობა 2022 წლის ივნისში დასრულდება.

უკვე მიმდინარეობს ხევი–უბისას (12,2 კმ) და უბისა–შორაპანის (13 კმ) გზის მონაკვეთების მშენებლობა. წელს გამოცხადდება ბოლო, მეოთხე – შორაპანი–არგვეთის მონაკვეთის მშენებლობის ტენდერი.

ადგილობრივი ინფრასტრუქტურა

მინისტრმა აღნიშნა ასევე, რომ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია წყალმომარაგების საკითხის მოგვარება.

„ეს არის სფერო, სადაც ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. 2019 წელს 30 პროცენტით გავზარდეთ ამ მიმართულებით ბიუჯეტი, მაგრამ 2020 წელს შევძელით, რომ კიდევ გამოგვენახა ერთობლივად რესურსები დაახლოებით 40 მილიონი ლარით ამ ბიუჯეტის გასაზრდელად“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
მიზანი – რეგიონში ლიდერობა: თბილისში განათლების ქალაქი გაჩნდება

მისი თქმით, ამ დაფინანსებით 2020 წლისთვის შესაძლებელი იქნება დამატებით 70 ათასი აბონენტის გამართული წყალმომარაგებით უზრუნველყოფა.

რეგიონული განვითარების მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ასევე განათლების ინფრასტრუქტურა.

„ამ მიმართულებით 2020 წელს მხოლოდ ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტი ორმაგდება. ეს არის 150 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება 50-ზე მეტი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობას, 19 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას. გარდა ამისა, 50-ზე მეტი საბავშვო ბაღის მშენებლობა მოხერხდება 2020 წელს და ეს იქნება ჩვენი სამინისტროს წვლილი განათლების ინფრასტრუქტურის განვითარებაში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0