დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორებს გაუთქმელობის შეთანხმებაზე მოაწერინეს ხელი

გამოწერა
პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო

თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორებს  გაუთქმელობის შეთანხმებაზე მოაწერინეს ხელი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებულთა სიის ავტორი დაასახელა

დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორებს ხელი გაუთქმელობის შეთანხმებაზე სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმის გამოძიების ფარგლებში მოაწერინეს.

პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო.

გიორგი მიროტაძემ, გიორგი ტალახაძემ და ლაშა ხურცილავამ თითქმის სამსაათიანი გამოკითხვის შემდეგ, პროკურატურის შენობა მედიასთან მცირე კომენტარებით დატოვეს.

„არ მაქვს უფლება, რომ რაღაცა ვთქვა“, – განაცხადა ლაშა ხურცილავამ.

დიმიტრი გაბუნიას კიდევ ერთმა პარტნიორმა, გიორგი მიროტაძემ აღნიშნა, რომ ყველა კითხვაზე პროკურატურას ამომწურავი პასუხები გასცა. კიდევ ერთი გამოკითხულის, გიორგი ტალახაძის განცხადებით კი, შეწყალების საქმეზე არაფერი იცის.

პარლმენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია - Sputnik საქართველო
ხოფერია: კიდევ უფრო უარესი, თუ არ იცოდა, ვის იწყალებდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან სამი სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა, ორი ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის, ერთი კი ძებნილი იყო. აღნიშნულმა ფაქტმა არა მარტო ოპოზიციის, არამედ მმართველი პარტიის ლიდერების უკმაყოფილება გამოიწვია. სკანდალი განსაკუთრებით მას შემდეგ გაღვივდა, რაც გაირკვა, რომ ერთ-ერთი შეწყალებული 2014 წელს პოლიციელის მკვლელობისთვის იყო გასამართლებული.

გუშინ შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხუთი თანამშრომელი გამოკითხეს. მანამდე პროკურატურაში გამოკითხეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი.

ვინ შეადგინა შეწყალების სია? დიმიტრი გაბუნიამ კონკრეტული პირი დაასახელა >>

საქმეზე გამოძიება  შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

სკანდალის ფონზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყალების ამჟამინდელი წესები გადახედვას საჭიროებს და შეწყალების პროცესზე მორატორიუმი გამოაცხადა, რაც ოპოზიციამ კონსტიტუციის დარღვევად შეაფასა. პრეზიდენტის თქმით, ახალი წესების განხილვაში სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

ყველა ახალი ამბავი
0