შეთანხმდა ზალკალიანის, მამედიაროვისა და ჩავუშოღლუს მორიგი შეხვედრის დეტალები

© Ministry of Internal Affairs of Georgia / Ministry of Foreign Affairs of Georgiaსაქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის დროშები
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ მუშაობის განახლებას ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ფარგლებში.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დავით ზალკალიანის, ელმარ მამედიაროვისა და მევლუთ ჩავუშოღლუს მორიგი – მერვე შეხვედრა თბილისში ოქტომბერში გაიმართება, ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში ნიუ-იორკში ზალკალიანისა და მამედიაროვის შეხვედრის შედეგების შესახებ.

საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. მინისტრებმა იმსჯელეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე.

დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი - Sputnik საქართველო
საქართველო და აზერბაიჯანი საზღვრის დელიმიტაციის საკითხს შემოდგომაზე განიხილავენ

შეხვედრაზე მინისტრები მიესალმნენ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ფარგლებში შეხვედრების განახლებას და მხარეთა მზადყოფნას, კონსტრუქციული მიდგომით გადაწყდეს აღნიშნული საკითხი. ამას გარდა, მათ დადებითი შეფასება მისცეს ექსპერტთა ჯგუფების მუშაობას საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დაუზუსტებელ მონაკვეთებთან დაკავშირებით.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის თანამშრომლობა საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციაში, ასევე აქტიური მონაწილეობა სუამის ფარგლებში და წევრი ქვეყნების მინისტრებს შორის რეგულარული შეხვედრები, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სუამის მინისტერიალების გამართვის რეგულარული პრაქტიკა.

საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთებზე აზომვითი სამუშაოები ჩატარდება>>

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი მეშვიდე შეხვედრა გასული წლის 29 ოქტომბერს სტამბულში გაიმართა. პირველი შეხვედრა 2012 წელს გაიმართა თურქეთში.

ყველა ახალი ამბავი
0