საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთებზე აზომვითი სამუშაოები ჩატარდება

© Sputnik / Alex Shlamovდავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსი
დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე მუშაობა რვაწლიანი პაუზის შემდეგ მიმდინარე წლის 23-24 მაისს განახლდა

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების ექსპერტთა შეხვედრის მეორე ეტაპი დღეიდან დაიწყო, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, მეორე ეტაპის ფარგლებში სპეციალისტები სახელმწიფო საზღვრის ხაზის დარჩენილ მონაკვეთებს დაათვალიერებენ და გეოდეზიურ აზომვით სამუშაოებს ჩაატარებენ.

საქართველო=აზერბაიჯანის საზღვარი - Sputnik საქართველო
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადავო მონაკვეთებზე მოლაპარაკებები მალე განახლდება

სამუშაოების ჩატარება 27 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი. ექსპერტთა მუშაობის შედეგებს კომისიების მომდევნო სხდომაზე განიხილავენ, რომელიც თბილისში ჩატარდება. მომდევნო შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების ექსპერტთა პირველი შეხვედრა მიმდინარე წლის 19-23 აგვისტოს პერიოდში გაიმართა. 

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე მუშაობა რვაწლიანი პაუზის შემდეგ მიმდინარე წლის 23-24 მაისს განახლდა, ხოლო 30 ივლისს ცნობილი გახდა, რომ დავით-გარეჯის მონასტრის მონაკვეთზე გადაადგილება დროებით შეიზღუდა. 

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული.

ყველა ახალი ამბავი
0