ბურჯანაძე: რუსეთი მზად არის აღადგინოს ავიამიმოსვლა საქართველოსთან

© Sputnik / Alex Shlamovნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებისთვის გამბედაობა არ ჰყოფნის

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. რუსეთი მზად არის აღადგინოს ავიამიმოსვლა საქართველოსთან, ასე რომ, ახლა ყველაფერი ქართული მხარის მოქმედებებზეა დამოკიდებული, განაცხადა პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

პირველად 2008 წლის ომის შემდეგ - ზალკალიანმა ლავროვთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა >>

მანამდე გამოცემა КоммерсантЪ-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „საქართველოში გამოჩნდნენ შერაცხადი პოლიტიკოსები, რომლებიც პოზიციების გამყარებას აგრძელებენ”. ამავე დროს მან აღნიშნა, რომ, შესაძლოა, საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლას დააბრუნებდა.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
„ამ ფრენებს, ალბათ, დავაბრუნებდი" – ლავროვი რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე

„ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედა ლარის კურსზე ფრენების შეწყვეტამ. ასევე, ვიცი, თუ რამდენი ჩვენი მოქალაქე აღმოჩნდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ფაქტობრივად, ადამიანები, რომელთაც აიღეს სესხები, როგორც სასტუმროს, ასევე რესტორნების გასაკეთებლად, დარჩნენ ტურისტების გარეშე“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას გამბედაობა არ ჰყოფნის.

„გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, თორემ მზაობა რუსული მხარის მხრიდან ნამდვილად ჩანს. მეტიც, საქართველოს მთავრობა რომ იყოს უფრო ეფექტური და გამბედავი, აღნიშნული პრობლემა დღის წესრიგში საერთოდ აღარც იდგებოდა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ისედაც რთული ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლამ გაამწვავა. რუსეთმა 8 ივლისიდან შეწყვიტა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან, ხოლო რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოში ტურების გაყიდვა შეწყვიტეს. შედეგად სასტუმროებში ჯავშნების რაოდენობა შემცირდა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი გაეროში: რუსეთთან დიალოგზე უარი არ გვითქვამს

ბოლო პერიოდში საქართველოში ტურისტებს შორის რუსეთის მოქალაქეები ლიდერობდნენ. საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ტურისტულმა სექტორმა წლის ბოლომდე, შესაძლოა, 700 მილიონ დოლარამდე იზარალოს.

20 ივნისიდან ლარი დოლარის მიმართ თითქმის 7%-ით გაუფასურდა.

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ხელისუფლება 1990-იანი წლებიდან ვერ აკონტროლებს.

ყველა ახალი ამბავი
0