ტყიბულში მაღაროელთა მუშაობა კითხვის ქვეშ დგას - „საქნახშირს“ ფინანსური პრობლემები აქვს

© Pixabay / hangelaშახტი
შახტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტყიბულში ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია „საქნახშირმა“ განაცხადა ფინანსური პრობლემების შესახებ, ეკონომიკის სამინისტრო კი მაღაროელებისთვის ხელფასების გადახდას მოითხოვს

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ტყიბულში ქვანახშირის მომპოვებელ კომპანია „საქნახშირში“, რომლის თანამშრომლები ხელფასების დროულ გადახდას მოითხოვენ, ფინანსურ პრობლემებს აღიარებენ და მათი გადაჭრის გზებს ეძებენ.

ცნობილი გახდა, როდის გადაუხდიან ხელფასს ტყიბულელ მეშახტეებს >>

ტყიბულის შახტებში სამშაბათს დაახლოებით 30 მეშახტე ჩავიდა და იქიდან ამოსვლაზე უარს აცხადებს, სანამ მათ არ გადაუხდიან ხელფასებს და არ მიაწვდიან ინფორმაციას სამუშაოს განახლების პერსპექტივის შესახებ. მეშახტეების ნაწილი მინდელის სახელობის შახტშია, ხოლო ნაწილი – ძიძიგურის სახელობის.

შახტი - Sputnik საქართველო
პროტესტი მიწისქვეშეთში – ტყიბულელი მეშახტეები ხელფასს ითხოვენ

ტრაგედიების სერიის შემდეგ ტყიბულის 25-ვე შახტი 2018 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დახურეს. ამის მიუხედავად მეშახტეები სახელმწიფოს მხარდაჭერით 13 თვის განმავლობაში ხელფასს იღებდნენ, ასევე მათ უნაზღაურდებოდათ დაზღვევა. ყოველთვიურად ეს ხარჯები 1,2 მილიონ ლარს შეადგენდა.

ამჯერად ჯამაგირის გაცემა გაჭიანურდა. მეშახტეები ხელფასებს 15 სექტემბრამდე ელოდებოდნენ.

„ამ დროისათვის კომპანია „საქნახშირი“ დადგა რეალური  ფინანსური პრობლემების წინაშე, ინფორმაცია ცნობილი იყო  ტყიბულში დასაქმებულებისათვისაც. ამ დროისათვის კომპანია აქტიურ რეჟიმში აწარმოებს კონსულტაციებს სახელმწიფოსთან    ერთად, რათა ერთობლივად  გამოინახოს გამოსავალი  შექმნილი მდგომარეობიდან“, - ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოუწოდებს „საქნახშირს“ დროულად წარმართოს მოლაპარაკება შახტებში დასაქმებულებთან და უზრუნველყოს მათი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, იუწყება პირველი არხი.

ტყიბულის კარიერში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კომპანია განმარტებას აკეთებს >>

„კომპანიამ ასევე უნდა უზრუნველყოს და დაიცვას ტყიბულის შახტებში დასაქმებულთა ინტერესები, მით უფრო, როდესაც საუბარია როგორც შახტებში ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, ასევე შრომითი პირობების თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მუშები - Sputnik საქართველო
Human Rights Watch–მა საქართველოში შრომითი უფლებები შეაფასა

პროფკავშირების გაერთიანების მონაცემებით, მეშახტეები ვერ ფარავენ კრედიტებს ბანკებში და ამ კრედიტებს ემატება პროცენტები, ასევე გადასახდელია კომუნალური გადასახადები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ სოციალურ მდგომარეობას.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მოუწოდებს „საქართველოს ბანკს", „ენერგო პრო ჯორჯიას" და „სოკარ გაზს", რომ გაითვალისწინონ შექმნილი მდგომარეობა და კიდევ უფრო არ დაამძიმონ ტყიბულელ მეშახტეთა ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობა.

მაღაროებში არსებული რისკების შესაფასებლად, მოიწვიეს გერმანული საექსპერტო კომპანია, რომელმაც კვლევა ჩაატარა. 2018 წლის დეკემბერში სპეციალისტებმა მოამზადეს დასკვნა, რომელიც მეშახტეებს დღემდე არ გააცნეს, განაცხადეს პროფკავშირების გაერთიანებაში.

კომპანია „საქნახშირი" ჰოლდინგი „ქართული ინდუსტრიული ჯგუფის" (GIG) შვილობილი კომპანიაა, რომელიც ქვანახშირს მოიპოვებს. ქართულ ბაზარზე ეს ქვანახშირის წარმოების ერთადერთი კომპანიაა.

ყველა ახალი ამბავი
0