Human Rights Watch–მა საქართველოში შრომითი უფლებები შეაფასა

© Sputnik / Levan Avlabreliმუშები
მუშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში სამუშაო ადგილებზე მომხდარი ინციდენტების შემდეგ იშვიათად დგება გარკვეული ადამიანები პასუხისმგებლობის საკითხი

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik.  ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ  Human Rights Watch  (HRW)  2017 წლის განმავლობაში  მსოფლიოს 90–ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის  საქართველოში,  ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

საქართველოს შესახებ ასპექტებს შორის საუბარი ეხება ქვეყნის მოქალაქეების  შრომით უფლებებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ყოველწლიურად რამდენიმე ათეული მუშა იღუპება, ხოლო ასობით  ადამიანი კი საწარმოო ინციდენტების შედეგად სხვადასხვა დაზიანებებს იღებს.

ორგანიზაციას საქართველოს სახალხო დამცველის მონაცემები მოჰყავს იმის შესახებ, რომ შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 270 ადამიანი დაიღუპა, მათგან 18  ადამიანი 2017 წლის პირველ ნახევარში. 

ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
ომბუდსმენი სამუშაო ადგილებზე პრობლემებისადმი ყურადღებას მოითხოვს

Human Rights Watch–ი წერს, რომ სახალხო დამცველის  აპარატი და არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ საქართველოში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ  შრომის ინსპექციას  სტანდარტების აღსრულების უფლებამოსილების არქონის გამო, რის შედეგადაც სამუშაო ადგილებზე  დანერგილი არ არის უსაფრთხოების დაცვის ეფექტური ზომები.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სამუშაოს შესრულებისას მომხდარი ინციდენტების გამოძიება იშვიათად მთავრდება გარკვეული პირების პასუხისმგებლობის დაყენებით.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2016 წელს საწარმოო ტრავმის შედეგად საქართველოში 58 ადამიანი დაიღუპა, სხეულის დაზიანებები კი 84–მა მიიღო. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, 2017 წლის დასაწყისიდან 36 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 53 დაშავდა.

Human Rights Watch — არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს, კვლევას და ადამიანი უფლებების დარღვევის დოკუმენტირებას მსოფლიოს 70–ზე მეტ ქვეყანაში.  ორგანიზაციის შტაბ–ბინა აშშ–ში მდებარეობს.


ყველა ახალი ამბავი
0