ხატია ბუნიათიშვილის კონცერტის ბილეთები 25 წუთში გაიყიდა

© courtesy of Khatia Buniatishviliხატია ბუნიათიშვილი
ხატია ბუნიათიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი პიანისტი პირველი ქართველი შემსრულებელია, რომლის კონცერტზე დასასწრებ ბილეთებზე უპრეცენდენტო მოთხოვნის გამო, ონლაინ რიგის სისტემის დაყენება გახდა აუცილებელი.

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის კონცერტის ბილეთები 25 წუთში გაიყიდა, ინფორმაციას ავრცელებს ბილეთების ონლაინ გაყიდვის საიტი Biletebi.ge.

ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა პარიზში ბასტილიის აღების დღეს დაუკრა >>

ხატია ბუნიათიშვილისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის 29 სექტემბრის კონცერტის ბილეთები მხოლოდ Biletebi.ge-ზე გაიყიდა.

მომღერალი პირველი ქართველი შემსრულებელია, რომლის კონცერტზე დასასწრებ ბილეთებზე უპრეცენდენტო მოთხოვნის გამო, ონლაინ რიგის სისტემის დაყენება გახდა აუცილებელი.

„რიგში 1521 მომხმარებელი იდგა და კახიძის მუსიკალური ცენტრის 900-ადგილიანი დარბაზი გაიყიდა ზუსტად 25 წუთში“, - აცხადებენ ონლაინ პლატფორმის წარმომადგენლები.

ძმები გურფინკელები - Sputnik საქართველო
მსოფლიოში ერთადერთი ტყუპი კლარნეტისტების დუეტი თბილისს ეწვევა

რით არის ცნობილი ხატია ბუნიათიშვილი?

ხატია 1987 წელს თბილისში დაიბადა. ფორტეპიანოზე დაკვრა უფროს დასთან, გვანცასთან ერთად სამი წლის ასაკიდან დაიწყო. დაკვრას მათ დედა ასწავლიდა. პირველი კონცერტი თბილისში კამერულ ორკესტრთან ერთად ექვსი წლის ასაკში გამართა.

კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში, 2003 წელს, ხატიამ კიევში ვლადიმერ ჰოროვიცის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე სპეციალური პრიზი დაიმსახურა. პირველი პრიზი აქვს მიღებული ასევე ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების მხარდამჭერ კონკურსზე, რომლის დამფუძნებელია რუსი და ავსტრიელი პიანისტი ლიზა ლეონსკაია. ბუნიათიშვილი არის ასევე Borletti-Buitoni Trust Award (2010) პრემიის ლაურეატი და Echo Klassik Awards-ში (2012) მიღებული აქვს „წლის საუკეთესო ახალი სახის“ წოდება.

2016 წელს ხატიამ გამოუშვა ალბომი „კალეიდოსკოპი“, რომელშიც შევიდა მუსორგსკის, რაველისა და სტრავინსკის ნაწარმოებები. იმავე წელს ბუნიათიშვილმა ისრაელის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად ზუბინ მეტის დირიჟორობით დაუკრა. გამართა კონცერტი პარიზში „არგერიხი და მეგობრები“, რომელზეც ცნობილმა პიანისტმა მართა არგერიხმა მხოლოდ შვიდი შემსრულებელი მიიწვია და მათ შორის იყვნენ ხატია და გვანცა ბუნიათიშვილები.  გარდა ამისა, 2016 წელს ხატია ბუნიათიშვილი საათების ცნობილი ავსტრიული ბრენდ „ჟაკ ლემანის" ახალი სახე გახდა.

ამჟამად ხატია ბუნიათიშვილი ცხოვრობს პარიზში და გასტროლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მართავს.

ყველა ახალი ამბავი
0