19:13 19 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2395
  • 100 RUB4.4227
  • USD2.9232
ხატია ბუნიათიშვილი

ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა პარიზში ბასტილიის აღების დღეს დაუკრა

© FB / Khatia Buniatishvili
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (295)
122 0 0

ნიჭიერი ქართველი პიანისტი სცენაზე მდიდრული შავი შლეიფიანი კაბით გამოვიდა

თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი გუშინ პარიზში ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით კონცერტზე გამოვიდა.

ეიფელის კოშკთან, მარსის ველზე, ხატიამ ორკესტრის თანხლებით ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ცნობილი „ადაჯიო“ შეასრულა. ქართველი პიანისტი მდიდრულ შავ შლეიფიან კაბაში იყო გამოწყობილი.

უნდა აღინიშნოს, რომ ბუნიათიშვილი - საფრანგეთის ნაციონალური დღესასწაულისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის ტრადიციული კონცერტის ხშირი სტუმარია. 2018 წელს, ბასტილიის აღების დღეს, მან საზეიმო საღამოს გახსნაზე საფრანგეთის ჰიმნი შეასრულა.

ბასტილიის აღების დღე საფრანგეთში ყოველწლიურად, 1880 წლიდან აღინიშნება. ბასტილიის აღება - საფრანგეთის დიდი რევოლუციის ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენაა. 1789 წლის 14 ივლისი - ბასტილიის ციხე-სიმაგრის აღების დღეა. ამ დღეს, ტრადიციულად, საზეიმო ღონისძიებები იწყება პარიზის ელისეის მინდვრებზე სამხედრო აღლუმით. 

რით არის ცნობილი ხატია ბუნიათიშვილი?

ხატია 1987 წელს თბილისში დაიბადა. ფორტეპიანოზე დაკვრა უფროს დასთან, გვანცასთან ერთად სამი წლის ასაკიდან დაიწყო. დაკვრას მათ დედა ასწავლიდა. პირველი კონცერტი თბილისში კამერულ ორკესტრთან ერთად ექვსი წლის ასაკში გამართა.

კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში, 2003 წელს, ხატიამ კიევში ვლადიმერ ჰოროვიცის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე სპეციალური პრიზი დაიმსახურა. პირველი პრიზი აქვს მიღებული ასევე ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების მხარდამჭერ კონკურსზე, რომლის დამფუძნებელია რუსი და ავსტრიელი პიანისტი ლიზა ლეონსკაია. ბუნიათიშვილი არის ასევე Borletti-Buitoni Trust Award (2010) პრემიის ლაურეატი და Echo Klassik Awards-ში (2012) მიღებული აქვს „წლის საუკეთესო ახალი სახის“ წოდება.

2016 წელს ხატიამ გამოუშვა ალბომი „კალეიდოსკოპი“, რომელშიც შევიდა მუსორგსკის, რაველისა და სტრავინსკის ნაწარმოებები. იმავე წელს ბუნიათიშვილმა ისრაელის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად ზუბინ მეტის დირიჟორობით დაუკრა. გამართა კონცერტი პარიზში „არგერიხი და მეგობრები“, რომელზეც ცნობილმა პიანისტმა მართა არგერიხმა მხოლოდ შვიდი შემსრულებელი მიიწვია და მათ შორის იყვნენ ხატია და გვანცა ბუნიათიშვილები.  გარდა ამისა, 2016 წელს ხატია ბუნიათიშვილი საათების ცნობილი ავსტრიული ბრენდ „ჟაკ ლემანის" ახალი სახე გახდა.

ამჟამად ხატია ბუნიათიშვილი ცხოვრობს პარიზში და გასტროლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მართავს.

 

თემები:
საქართველო და კულტურა (295)

მთავარი თემები