თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური უწყებაში უმნიშვნელო ცვლილებებს გეგმავს, განაცხადა მან ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურმა დღეს გიორგი გახარია შეცვალა. მანამდე გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსი იყო.
გომელაურის თქმით, შს სამინისტროში რადიკალურ ცვლილებებს არ გეგმავს.
„შეიძლება უმნიშვნელო ცვლილებები იყოს“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
რაც შეეხება სუს-ის ახალ უფროსს, ჯერჯერობით მის მოვალეობას გომელაურის პირველი მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი შესრულებს.
„მოვალეობას ჩემი პირველი მოადგილე შეასრულებს, დანარჩენს გადაწყვეტს პრემიერ-მინისტრი და გუნდი“, - განაცხადა გომელაურმა.
საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის ახალ მთავრობას გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს ნდობა გამოუცხადა.
საქართველოს ახალი მთავრობა დამტკიცებულია >>
გიორგი გახარიას მთავრობას 150 დეპუტატიდან მხარი 98−მა დაუჭირა მაშინ, როდესაც 76 ხმა იყო საკმარისი.