თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის ახალ მთავრობას გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ნდობა გამოუცხადა.
გიორგი გახარიას მთავრობას 150 დეპუტატიდან მხარი 98−მა დაუჭირა მაშინ, როდესაც 76 ხმა იყო საკმარისი.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ახალი მთავრობის დამტკიცების პროცედურა პარლამენტის შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.