საქართველოში ახალგაზრდობის სააგენტო იქმნება

© Sputnik / Vladimir Umikashviliახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე
ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი უწყება შეიმუშავებს ქვეყნის ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიას და მის რეალიზებას გაუწევს კოორდინაციას

 

თბილისი, 30 აგვისტო - Sputnik. ახალი უწყება - ახალგაზრდობის სააგენტო - საქართველოში მთავრობის დადგენილების საფუძველზე იქმნება, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო მაცნის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც სააგენტოს წესდებაშია აღნიშნული, უწყების შექმნის მიზანია ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავება, მისი განხორციელება და კოორდინაცია.

ამასთან, სააგენტოს ამოცანები იქნება ახალგაზრდობის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა, პოტენციალის რეალიზება და სხვადასხვა ცხოვრებისეულ ასპექტში მისი ჩართვა. 

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: ბოროტი ძალა ცდილობს, გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა

გარდა ამისა, სააგენტო განავითარებს და მხარს დაუჭერს მოხალისეთა ინსტიტუტს, აქტუალურ საკითხებზე ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, სამოქალაქო უფლებების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში ახალგაზრდობის მონაწილეობას.

უწყება დაკავებული იქნება ასევე უცხოეთში არაფორმალური და ფორმალური  განათლების განვითარებით, ახალგაზრდული ეკონომიკის გაძლიერებით, ახალგაზრდებისთვის ხელსაყრელი ეკონომიკური სისტემის შექმნით, მათი ინიციატივების მხარდაჭერით, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობით.

ახალი უწყება ანგარიშვალდებული იქნება მთავრობის წინაშე, მის ხელმძღვანელს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.

სააგენტოს უფლებამოსილება იქნება ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის ჩამოყალიბება და მის განხორციელებაში მონაწილეობა, მთავრობის დახმარება ახალგაზრდობასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

სააგენტო შექმნის პროგრამებსა და რეკომენდაციებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის შესახებ და ხელს შეუწყობს პროფილური კლუბებისა და სტუდიების ჩამოყალიბებას არაფორმალური ინფორმაციის წასახალისებლად.

გარდა ამისა, ახალგაზრდობის სააგენტოს კომპეტენცია იქნება საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სტუდენტური თვითმმართველობების, ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება, ახალგაზრდობისთვის სერვისების შემუშავება.

ყველა ახალი ამბავი
0