ილია მეორე: ბოროტი ძალა ცდილობს, გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა

გამოწერა
დღეს მართლმადიდებელი სამყარო მოწამე ევსტათი მცხეთელის ხსენების დღეს აღნიშნავს

თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. ჩვენი ახალგაზრდობა ჭკვიანი და ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა გამოსტაცოს, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 11 აგვისტო >>

პატრიარქმა საქართველოს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მომავალმა თაობამ მაგალითი საკუთარი წარსულისგან და წინაპრებისგან უნდა აიღოს.

„ნუ ეცდებით, აიღოთ მაგალითი სხვისაგან, აიღეთ მაგალითი ჩვენი წინაპრებისაგან. ჩვენი წინაპრები დიდი სიბრძნით და ღვთის შიშით იყვნენ შეპყრობილი, მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა შეგეწევათ თქვენ. მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა ეწეოდა ჩვენს წინაპრებს. კურთხევა უფლისა თქვენზედა მისითა მადლითა კაცთმოყვარებითა. ნუ შეგეშინდებათ, ღმერთი ჩვენთანაა“,- განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.

დღეს მართლმადიდებელი სამყარო მოწამე ევსტათი მცხეთელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ყველა ახალი ამბავი
0