„ეს დანაშაული მას არ ჩაუდენია“: მცირეწლოვანის დაჭრისთვის დაკავებულ ქალს ბრალი წარუდგინეს

დაკავებულის დაცვის მხარე სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნას და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს.

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. მცირეწლოვანის დაჭრისთვის დაკავებულ ქალს ბრალი სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, ასევე ასეთი დაზიანების მცდელობისთვის წარუდგინეს, იუწყება პირველი არხი.

სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
„სახალხო არტისტის ოჯახის წევრია...“ – ვინ არის ქალი, რომელმაც პეკინზე 3 წლის ბავშვი დაჭრა

თბილისში, პეკინის გამზირზე 27 აგვისტოს მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ქალი იყო და ის ადგილიდან მიიმალა. ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მცირეწლოვანი ჟვანიას კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა ალექსი გაბუნიამ აღნიშნა, ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. აცხადებს, რომ ეს დანაშაული მას არ ჩაუდენია და მსგავსი არაფერი ახსოვს.

„მისი პოზიცია არის ასეთი, რომ მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია, მსგავსი არაფერი ახსოვს. მან გამომძიებელს ჩვენება მისცა და თქვა, რომ იმ დროს პეკინის ქუჩაზე იმყოფებოდა, მაგრამ მსგავსი რამ არ ჩაუდენია. კადრებში შეიძლება ჩანს, მაგრამ მას ეს ფაქტი არ ახსოვს. ჩემი ვარაუდით, ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ახსოვს, რომ პეკინზე მაღაზიებს ათვალიერებდა, რომ სახლიდან წამოვიდა, ისიც ახსოვს, რომ მაღაზიებში შესვლასაც აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა და შემდეგ არაფერი ახსოვს. დანის ქონას კატეგორიულად უარყოფს, არ მქონიაო, ამბობს. ბრალის დადგენილებით, დაზიანება დანით არის მიყენებული. საბოლოოდ ექსპერტიზა განსაზღვრავს, დაზიანება მძიმე არის თუ არა“, – განაცხადა ადვოკატმა.

ჟვანიას სახელობის კლინიკა - Sputnik საქართველო
პეკინის გამზირზე დაჭრილი ბავშვი საავადმყოფოდან გამოწერეს

ასევე, ადვოკატის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდება არ დანიშნავს ექსპერტიზას ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მაშინ ამას დაცვის მხარე გააკეთებს.

„მოგეხსენებათ, გამოძიება ახლა დაიწყო, ჩვენთვის უცნობია, დაინიშნა თუ არა ექსპერტიზა. თუ გამოძიება არ დანიშნავს, ჩვენ დავნიშნავთ. მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოვითხოვთ, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ არც უნდა დაწყებულიყო დევნა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი მასალები უნდა მოკვლეულიყო. სისხლის სამართლის კოდექსი ასეთ შემთხვევაში გამორიცხავს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ის ამჟამად მოდუნებულია, შეიძლება ითქვას, რომ არაადეკვატურია, ლაპარაკიც უჭირს“, – განაცხადა ადვოკატმა.

ნეიროფსიქოლოგი ბიჭუნას დაჭრაზე: ფსიქოლოგიური დახმარება ბავშვის მშობლებსაც სჭირდებათ >>

არსებული ინფორმაციით, სასამართლო ბრალდებულისთვის აღკვეთის შეფარდების საკითხზე 30 აგვისტოს იმსჯელებს.

ქალმა სამი წლის ბავშვს სახის არეში დაზიანებები ბასრი საგნით მიაყენა. თავდასხმის დროს ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა. თავდამსხმელი ქალი ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის მალევე დააკავეს.

ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოზარდი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკიდან დღეს გამოწერეს.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური