პეკინის გამზირზე დაჭრილი ბავშვი საავადმყოფოდან გამოწერეს

© photo: G.Zhvania Pediatric Academic Clinic / FB ჟვანიას სახელობის კლინიკა
ჟვანიას სახელობის კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟვანიას სახელობის კლინიკის ექიმმა ბავშვის მდგომარეობაზე ისაუბრა.

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ბიჭუნა, რომელსაც ორი დღის წინ თბილისში ქალი დანით დაესხა თავს, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკიდან გამოწერეს, იუწყება პირველი არხი.

„სახალხო არტისტის ოჯახის წევრია...“ - ვინ არის ქალი, რომელმაც პეკინზე 3 წლის ბავშვი დაჭრა>>

ინციდენტი 27 აგვისტოს პეკინის გამზირზე მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ქალმა მოულოდნელად ჩანთიდან ამოიღო დანა და პატარა ბავშვს სახეზე რამდენჯერმე გადაუსვა. ბავშვი 2015 წელს არის დაბადებული. ამას გარდა, ქალმა ბავშვის დის დაჭრაც მოინდომა, მაგრამ მშობლებმა მისი გადარჩენა მოასწრეს.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
მცირეწლოვანზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულს ბრალს დღეს წაუყენებენ

დაშავებულ ბიჭუნას ნაკერები დაადეს. მას ღრმა ჭრილობები ჰქონდა ცხვირისა და მარჯვენა ლოყის არეში. ექიმები აცხადებენ, რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ბავშვს ნაიარევი არ დარჩეს.

ქირურგ ნათია ვასაძის განცხადებით, ამჟამად ბავშვი უკეთესადაა, მისი მდგომარეობა სტაბილურია. მომავალში მას დამატებითი პლასტიკური ან ქირურგიული ჩარევა აღარ დასჭირდება.

ბავშვის დაჭრის ბრალდებით 51 წლის ქალია დაკავებული. მას დღეს ოფიციალურად წაუყენებენ ბრალს. ის დუმილის უფლებას იყენებს.

ეკინის გამზირზე ბავშვის დაჭრა: ბრალდებული ქალი დუმილის უფლებას იყენებს>>

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ქალს 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0