11:57 03 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4778
  • 100 RUB4.0593
  • USD3.1813
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1353)
17702

ნეიროფსიქოლოგმა მარიამ ხვადაგიანმა თბილისში დაჭრილი ბავშვისა და მისი მშობლების ფსიქოლოგიურ დახმარებაზე ისაუბრა.

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება არა მხოლოდ პატარა ბიჭუნას, რომელსაც ქალი დაესხა თავს, არამედ მის მშობლებსაც, განაცხადა ნეიროფსიქოლოგმა მარიამ ხვადაგიანმა „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში.

პეკინის გამზირზე ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი დაკავებულია>>

ინციდენტი გუშინ პეკინის გამზირზე მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ქალმა მოულოდნელად ამოიღო დანა ჩანთიდან და პატარა ბავშვს სახეზე რამდენჯერმა გადაუსვა. ბავშვი 2015 წელს არის დაბადებული. ამას გარდა, ქალმა ბავშვის დის დაჭრაც მოინდომა, მაგრამ მშობლებმა მოასწრეს და გადაარჩინეს ის.

„ფიზიკური ჭრილობების გარდა მნიშვნელოვანია ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც, რომ მას მუდმივი შიშის გრძნობა არ დარჩეს და მომავალში თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. ასევე, შესაძლოა, მშობლებსაც დასჭირდეს გარკვეული ფსიქოლოგიური მხარდაჭერა როგორც ამ სტრესის გადალახვაში, ისე ბავშვის განგაშის შეგრძნების შემცირების თვალსაზრისით. მიმაჩნია, რომ საზოგადოების ყურადღება ამაზე უნდა იყოს მიმართული“, – აღნიშნა ხვადაგიანმა.

ბავშვის დაჭრის ბრალდებით 51 წლის ქალია დაკავებული.

„შემთხვევამ ყველა აღგვაშფოთა. თითქოს ამ საზოგადოებაში მთლიანად დაიკარგა უსაფრთხოების შეგრძნება. ძალიან რთულია გვერდიდან ისაუბრო მის (ბრალდებულის) აბსოლუტურად ირაციონალურ ქმედებაზე. ჰიპოთეტურად შეგვიძლია ვივარაუდოთ ამ საქციელის გარვეული მიზეზები, მაგრამ, ვფიქრობ, ჯობს გამოძიებას დაველოდოთ“, – განაცხადა ხვადაგიანმა.

დაშავებულ ბიჭუნას ნაკერები დაადეს. მას ღრმა ჭრილობები ჰქონდა ცხვირისა და მარჯვენა ლოყის არეში. ექიმები აცხადებენ, რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ბავშვს ნაიარევი არ დარჩეს. მას კლინიკიდან ხვალ გამოწერენ.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1353)

მთავარი თემები