ხანძრები საქართველოში: ატენის ხეობაში ცეცხლის კერები ლოკალიზებულია

© photo: Emergency Management Service / FBბრძოლა ტყის ხანძართან
ბრძოლა ტყის ხანძართან - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდება

თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. შიდა ქართლში, ატენის ხეობაში, რაზმითის მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ცეცხლის ჩაქრობა ვერტმფრენიდან - Sputnik საქართველო
შიდა ქართლში ხანძარია: ცეცხლის ქრობის პროცესში ვერტმფრენები ჩაერთნენ

ატენის ხეობაში ხანძარი დღეს შუა დღეს გაჩნდა. ცეცხლი წიწვოვან ხეებზე გავრცელდა და ხეობაში ძლიერი დაკვამლიანება იყო.

მეხანძრე-მაშველები გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში, გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, რომელიც მუშაობას გამთენიისას განაგრძობს. ადგილზე მობილიზებული მეხანძრე-მაშველებისა და ტექნიკის ინტენსიური, კოორდინირებული მუშაობის შედეგად, გადარჩენილია წიწვოვანი ტყის უმეტესი ნაწილი. ამ დროისთვის, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს, აცხადებენ უწყებაში.

პირველადი ინფორმაციით, ხანძარმა 3 ჰა ფართობი მოიცვა.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან მეხანძრე-მაშველები და მუდმივ რეჟიმში განახორციელებენ ცალკეული, მცირე კერების დამუშავებას და მის მონიტორინგს.

კახეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ჩარკვიანი - Sputnik საქართველო
ჩარკვიანი: ახალსოფელში ღამემ მშვიდად ჩაიარა და ხანძრის ახალი კერები არ გაჩენილა

რაც შეეხება ხანძარს ახალსოფლის მახლობლად, ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამჟამად ხანძრის ღია კერები არ შეინიშნება, თუმცა მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩებიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ და დაამუშავებენ ყველა ადგილს, სადაც მინიმუმ კვამლს შენიშნავენ.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ხანძარი 23 აგვისტოს გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი 40 ჰექტრამდე ფართობზე გავრცელდა. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ჩართული იყო სამი ვერტმფრენი და 70 მეხანძრე-მაშველი.

სპეციალისტებმა ნახანძრალი ტერიტორიის შესწავლა დაიწყეს, რათა დადგინდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

ყველა ახალი ამბავი
0