შიდა ქართლში ხანძარია: ცეცხლის ქრობის პროცესში ვერტმფრენები ჩაერთნენ

© photo: courtesy of Emergency Departament 112ცეცხლის ჩაქრობა ვერტმფრენიდან
ცეცხლის ჩაქრობა ვერტმფრენიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების ცნობით, ცეცხლი წიწვოვან ხეებზეა გავრცელებული.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. შიდა ქართლში, სოფელ ატენთან, რაზმათის ხეობაში ხანძარია, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ცეცხლი წიწვოვან ხეებზეა გავრცელებული და ხეობაში ძლიერი დაკვამლიანებაა.

ადგილზე გასული არიან გორის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფები. ასევე დამატებითი ძალების მობილიზება მიმდინარეობს შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებიდან და სხვა რეგიონებიდან.

ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.

 

ყველა ახალი ამბავი
0