ჩარკვიანი: ახალსოფელში ღამემ მშვიდად ჩაიარა და ხანძრის ახალი კერები არ გაჩენილა

© photo: Giorgi Charkviani / FBკახეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ჩარკვიანი
კახეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ჩარკვიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ჩარკვიანი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში გაჩენილი ხანძრის შესახებ საუბრობს.
ჩარკვიანი: ახალსოფელში, ღამემ მშვიდად ჩაიარა და ხანძრის ახალი კერები არ გაჩენილა

„ათეულობით მეხანძრე-მაშველი რჩება ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ ტყეში, სადაც იყო ხანძარი. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია. ღამემ ჩაიარა მშვიდად, ახალი კერები არ გაჩენილა. საჭიროების შემთხვევაში, რომლის ალბათობაც ნაკლებია, ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რათა დროულად მოხდეს სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება“, – აღნიშნა გიორგი ჩარკვიანმა.

ჩარკვიანის განმარტებით, სალიკვიდაციო მოქმედებებში ამჟამად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მუხლუხებიანი სპეცტექნიკაც არის ჩართული.

ყველა ახალი ამბავი
0