ნიკა გვარამია: „კი ბატონო, აღმიკვეთონ თავისუფლება“

© Sputnik / Vladimir Umikashviliნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსთავი 2–ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა განმარტა, თუ რატომ არ გადაიხდის გირაოს

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. „რუსთავი 2"-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გირაოს გადახდაზე უარი ოფიციალურად თქვა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

პროკურატურა ნიკა გვარამიას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.  გამოძიების მონაცემებით, გვარამიამ არ მოითხოვა დაახლოებით 6,8 მილიონი ლარი კომპანია „ინტერ მედია პლუსისგან“, რომელთანაც რეკლამის განთავსების უფლების გადაცემაზე ხელშეკრულება გააფორმა.

გვარამია ახალი ტელევიზიის შექმნას გეგმავს>>

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს  მიმართა. 11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა. 

„გირაოს გადახდას არ ვაპირებ, გამაფრთხილეს, რომ ჩემი პასუხისმგებლობა ამის გამო, შესაძლოა, დამძიმდეს. დამძიმდეს, ვერ ვხედავ პრობლემას. იმთავითვე ვთქვი, რომ მე მზად ვარ ამისთვის. ის, რაც ნებაყოფლობით უნდა შესრულდეს ჩემ გამო, როგორც აღკვეთის ღონისძიება, მე ამას არ შევასრულებ, რადგან თავი მიმაჩნია უდანაშაულოდ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

გვარამიას თქმით, თუ  მას იმ ღონისძიებას მიუსჯიან, რომელიც იძულებას გულისხმობს, ანუ აღკვეთას, დაემორჩილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლო - Sputnik საქართველო
სააპელაციო სასამართლომ გვარამიას ადვოკატის საჩივარი არ მიიღო

„გიჟი ხომ არ ვარ, სახელმწიფოა და კი ბატონო, აღმიკვეთონ თავისუფლება. ამისთვის მზად ვიყავი იმთავითვე", - აღნიშნა მან.

ნიკა გვარამიამ ასევე განაცხადა, რომ მან შეგნებულად არ ჩაიხედა დოკუმენტში, სადაც ეწერა ის კოდი, რომელზედაც გირაოს თანის ჩარიცხვა შეიძლება.

„გირაოს უნიკალური კოდის გადმოცემის პროცედურა იყო, ამ დოკუმენტში შეგნებულად არც ჩამიხედავს და არც ჩამიბარებია. ეს უნიკალური კოდი არ ვიცი. ეს იცის მხოლოდ ამ უწყებამ, ამიერიდან, თუ ვინმემ რამე შეიტანა ჩემს ანგარიშზე, არის ამ უწყების დამსახურება, ანუ მხოლოდ მათ შეიძლება გათქვან ეს უნიკალური კოდი, ჩემგან ეს ვერ მოხდება, რადგან ამ ინფორმაციას არ ვფლობ“, – აღნიშნა გვარამიამ.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა ანუ დააკავებს თუ არა ხელისუფლება ნიკა გვარამიას

 13 აგვისტოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა 40 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის 80 ათას ლარიან გირაოს და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას ითხოვდა. დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გარეშე დატოვებას ითხოვდა. „რუსთავი 2“–ის ექს–დირექტორმა გირაო 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.

რამდენიმე დღის წინ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა სოციალური ქსელში დაწერა, რომ მისი ინფორმაციით ნიკა გვარამიასთვის გირაოს გადახდას „ქართული ოცნება“ აპირებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0