ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა ანუ დააკავებს თუ არა ხელისუფლება ნიკა გვარამიას

© Sputnik / Vladimir Umikashviliნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ ბევრია ადამიანი, ვინც ვერც ნაციორნალურ მოძაობას იტანს და ვერც რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას და მისი დაჭერაც გაახარებდათ.

ფაქტობრივად, ეს მოსალოდნელიაცაა, რადგან ნიკა გვარამიას ბრალი უკვე წაუყენეს, 25 ტომი საქმეც შექმნილია და გირაოც - 40 ათასი ლარი, შეფარდებული. ცნობილია მისი უცენზურო და ეპატაჟური გამონათქვამებიც, რომ გირაოს არ გადახდის პრინციპულად. ანუ ხელისუფლებას დაახლოებით ერთ თვეში დარჩა, რომ გამოიჩინოს პრინციპულობა და გვარამიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდოს.

გამოძიება კი გაგრძელდება...

პარლამენტის ბიუროს სხდომა - Sputnik საქართველო
პროპორციული არჩევნები და კოალიციური მთავრობა: რა ცვლილებები შედის საარჩევნო კოდექსში

უკვე დაკავებულია ყოფილი ხელისუფლების კიდევ ერთი მაღალჩინოსანი ირაკლი ოქრუაშვილი. ექსპერტიზამ კი თქვა, რომ ხელშეკრულებაზე, რომლითაც თითქოს მისი საკუთრების უფლება დასტურდება ტელეკომპანია რუსთავი-2-ზე, არაა ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა.

დასაკავებელთა შორის მედია მოიხსენიებს ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, დიმიტრ ქუმსიშვილსა და ასევე ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს დავით შავლიაშვილს, რომელთაც გზების ტენდერებთან დაკავშირებით პროკურატურამ უკვე დაუსვა კითხვები. გენერალურ პროკურატურაში უკვე დაიბარეს ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძეც, ელოდებიან გიორგი კვირიკაშვილის დაკითხვასაც.

ნიკა გვარამიასაგან განსხვავებით, ქართული ოცნების მაღალჩინოსნებზე ჩნდება კითხვა, მათ პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით აშინებენ და ოპოზიციისკენ გახედვას უკრძალავენ თუ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კორუფციას უკვე საკუთარ რიგებშიც ებრძოლოს.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
რატომ გამოჰყვა მთავრობას პარლამენტში „საშემოდგომო“

ექსპერტი ვახტანგძ ძაბირაძე თვლის, რომ ნიკა გვარამიას დაკავება ხელისუფლებას კარგს არაფერს მოუტანს.

გვარამიამ მოახერხა და მისი დაკავება დღეს უფრო მედიის წარმომადგენლის დევნად იქნება აღქმული, ვიდრე ყოფილი პოლიტიკოსისა. აი, კორუმპირებულების დაკავება კი მოსახლეობას კიდევ უფრო გაახარებს, რადგან საზოგადოების ნაწილი პასუხს ეძებს კითხვაზე, რატომ გაღარიბდა და რატომ აქვს ამხელა პრობლემები ლარს.

ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას აბრალებს, რომ მაქსიმალურად იყენებენ აგვისტოს, როცა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დასასვენებლად არიან და საერთაშორისო საზოგადოება ვერ ასწრებს სწრაფ რეაგირებას საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ სამართლიანობის აღდგენას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ცდილობს და ყველამ უნდა აგოს კანონის წინაშე პასუხი.

ამ ფონზე ჟურნალისტი ელისო კილაძე ხმაურიან დაჭერებს აანონსებს.

ასეა თუ ისე, პოლიტიკურად ცხელი და საინტერესო შემოდგომა გევლოდება.

ყველა ახალი ამბავი
0