სამშენებლო კომპანიების დაჯარიმება გრძელდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაცხოვრებელი სახლის მშენებლობა
საცხოვრებელი სახლის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამშენებლო სამუშაოები, გამოვლენილი დარღვეევების აღმოფხვრამდე, 20 ობიექტზეა შეჩერებული

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. სამშენებლო კომპანიები შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევისთვის 1,6 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ, იუწყება პირველი არხი.

საქართველოში 3-9 აგვისტოს პერიოდში სპეციალისტებმა 30 ობიექტი შეამოწმეს. ერთობლივი მონიტორინგი ჩაატარეს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ და თბილისის მერიამ.

მშენებლობა - Sputnik საქართველო
თბილისში ყველა შემოწმებულ მშენებლობაზე დარღვევები აღმოჩნდა

შემოწმებების შედეგად გამოვლინდა ისეთი დარღვევები, როგორიცაა: რისკების შეფასებების არარსებობა, სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უგულებელყოფა; დაუცველი ღიობები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა, ადამიანების ვარდნა); არასტანდარტული, კუსტარული ხარაჩოები, დაკიდული ხარაჩოები; ტვირთამწეობაზე გამოუცდელი უსაფრთხოების ბადეები; ინსტრუქტაჟებისა და სწავლებების უგულებელყოფა; აღჭურვილობის გაუმართაობა; შრომის უსაფრთოების სპეციალისტის არყოლა; მაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფა; ლიფტების ვარდნის ავარიული დამჭერების გაუმართაობა.

ყველა ობიექტი გაფრთხილებულია. მათ დარღვევები 14 დღის განმავლობაში უნდა გამოსწორონ. 20 ობიექტს სამუშაო პროცესი შეუჩერდა. 21-მა ობიექტმა მთლიანად 605,5 ათასი ლარი უნდა გადაიხადონ. 23 ივლისიდან 2 აგვისტომდე ინსპექტორებმა გამოწერეს მილიონ ლარამდე ოდენობის ჯარიმა.

სულ 23 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში სპეციალისტებმა 86 ობიექტი შეამოწმეს.

შრომის ინსპექციის დეპარტამენტმა სამშენებლო ობიექტების შემოწმება 23 ივლისს, ერთ-ერთ მშენებლობაზე მომხდარი ტრაგედიიდან ერთ კვირაში დაიწყო. მაშინ ლიფტის დემონტაჟის დროს 16 წლის მოზარდი დაიღუპა.

„ბავშვები ლუკმა პურისთვის არ უნდა იხოცებოდნენ“ – თბილისში მოზარდის დაღუპვას აპროტესტებენ>>

1 სექტემბრიდან შრომის ინსპექციის მანდატი გაფართოვდება და ინსპექტორების რაოდენობა 40–დან 100–მდე გაიზრდება. მათ ნებისმიერ ობიექტზე გაუფრთხილებლად შესვლის და შრომის უსაფრთხოების კუთხით შემოწმების უფლება აქვთ. ასევე, ყველა კომპანია ვალდებულია, სამუშაო ადგილებზე დანიშნოს უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც ვითარებას ადგილზე გააკონტროლებს.

სამშენებლო ობიექტი - Sputnik საქართველო
ათობით დაღუპული მუშა: მშენებარე ობიექტებს რეიდების ტალღა გადაუვლის

შრომის უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფა საქართველოს მთავრობის ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით, 2019 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა კანონს „შრომის უსაფრთხოების შესახებ" უფრო მაღალი – ორგანული კანონის სტატუსი მიანიჭა.

თუ კომპანიაში ოცამდე ადამიანია დასაქმებული, უსაფრთხოების სპეციალისტი კომპანიის დირექტორი შეიძლება გახდეს, მაგრამ ამისთვის მან აკრედიტებული პროგრამა უნდა გაიაროს. თუ თანამშრომლების რაოდენობა ოციდან ასამდეა, მაშინ დამსაქმებელი ვალდებულია, უსაფრთხოების მინიმუმ ერთი სპეციალისტი დანიშნოს. 100–ზე მეტი თანამშრომლის შემთხვევაში კომპანიაში მინიმუმ ორი ადამიანისგან უნდა შეიქმნას შრომის უსაფრთხოების შესაბამისი სამსახური.

ყველა ახალი ამბავი
0