„ბავშვები ლუკმა პურისთვის არ უნდა იხოცებოდნენ“ – თბილისში მოზარდის დაღუპვას აპროტესტებენ

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან
საპროტესტო აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება გაზრდის იმ ინსპექტორების რაოდენობას, რომლებიც სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას გააკონტროლებენ

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. პროფკავშირმა ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან პიკეტი ჩაატარა 16 წლის მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისსის მშენებლობაზე ლიფტის დემონტაჟზე მუშაობდა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

მშენებლობაზე მოზარდის დაღუპვა - საქართველოს ომბუდსმენი განგაშს ტეხს>>

არასრულწლოვანი მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში 18 ივლისს ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ობიექტზე არ იყო დაცული უსაფრთხოების ზომები, რის გამოც სამუშაო პროცესი შეჩერდა. სამშენებლო კომპანიის დირექტორი უკვე დაკავებულია.

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან
„ბავშვები ლუკმა პურისთვის არ უნდა იხოცებოდნენ“ – თბილისში მოზარდის დაღუპვას აპროტესტებენ - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

პიკეტის მონაწილეები იდგნენ საფეხურებზე და ხელში ეკავათ ტრანსპარანტები ლოზუნგებით: „ბოდიში მუშა“, „ვითხოვთ უსაფრთხო შრომას“.

„საზოგადოება, სამინისტრო და ყველა ადამიანი უნდა თანხმდებოდეს იმას, რომ, როცა ადამიანი სამუშაოზე მიდის, არ უნდა კვდებოდეს, ხოლო 15 წლის ბავშვები არ უნდა მუშაობდნენ და კვდებოდნენ ლუკმა პურისთვის“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას აქციის მონაწილე ლაშა მესხმა.

მოგვიანებით აქციის მონაწილეები ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ბექა ფერაძეს შეხვდნენ. პროტესტანტები, მთიანობაში, შეხვედრით კმაყოფილი დარჩნენ.

მესხის თქმით, მათ, რა თქმა უნდა, ლოდინის დრო არა აქვთ, მაგრამ უნდა მიიღონ ეფექტური ნაბიჯები, და ეს მზაობა მათ დაინახეს.

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან
„ბავშვები ლუკმა პურისთვის არ უნდა იხოცებოდნენ“ – თბილისში მოზარდის დაღუპვას აპროტესტებენ - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

როგორც მოგვიანებით ფერაძემ განაცხადა, მან აქციის მონაწილეებს შრომის ინსპექტირების ცვლილებები გააცნო. 1 სექტემბრიდან შრომის ინსპექციის მანდატი გაფართოვდება და ინსპექტორების რაოდენობა 40–დან 100–მდე გაიზრდება. მათ ნებისმიერ ობიექტზე გაუფრთხილებლად შესვლის და შრომის უსაფრთხოების კუთხით შემოწმების უფლება აქვთ. ასევე, ყველა კომპანია ვალდებულია, სამუშაო ადგილებზე დანიშნოს უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც ვითარებას ადგილზე გააკონტროლებს.

გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გაუფრთხილებელი შემოწმებები - შრომის უსაფრთხოებაზე კონტროლი გამკაცრდა

შრომის უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფა საქართველოს მთავრობის ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით, 2019 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა კანონს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ უფრო მაღალი – ორგანული კანონის სტატუსი მიანიჭა.

თუ კომპანიაში ოცამდე ადამიანია დასაქმებული, უსაფრთხოების სპეციალისტი კომპანიის დირექტორი შეიძლება გახდეს, მაგრამ ამისთვის მან აკრედიტებული პროგრამა უნდა გაიაროს. თუ თანამშრომლების რაოდენობა ოციდან ასამდეა, მაშინ დამსაქმებელი ვალდებულია, უსაფრთხოების მინიმუმ ერთი სპეციალისტი დანიშნოს. 100–ზე მეტი თანამშრომლის შემთხვევაში კომპანიაში მინიმუმ ორი ადამიანისგან უნდა შეიქმნას შრომის უსაფრთხოების შესაბამისი სამსახური.

მშენებლობაზე 16 წლის მოზარდის დაღუპვა: კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტის" დირექტორი დააკავეს

შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ჯარიმებია გათვალისწნებული. პირველ შემთხვევაში კომპანიას გააფრთხილებენ და ხარვეზების აღმოფხვრას მოსთხოვენ, განმეორებითი დარღვევების შემთხვევაში კომპანია 100–დან 50 ათას ლარამდე დაჯარიმდება.

ყველა ახალი ამბავი
0