ნიკა გვარამიას საქმე: ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

© Sputnik / Vladimir Umikashviliნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადვოკატის განცხადებით, ნიკა გვარამია უარს არ ამბობს საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებაზე

თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ, არ გვაქვს მოლოდინი რომ შეიცვლება მოცემულობა, უბრალოდ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ საშუალებას, განაცხადა ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ნიკა გვარამიას 40 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა >>

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს – 40 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ასევე, გვარამიას სამართალდამცავი ორგანოს ნებართვის გარეშე ქვეყნის საზღვრის დატოვება აეკრძალა. მოსამართლე გიორგი კერატიშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიამ გირაო ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.

ნიკა გვარამიას უფლებადამცველს საქალაქო სასამართლოს განჩინება დღეს ჩაბარდა. კანონმდებლობის მიხედვით, ადვოკატს მოსამართლის დადგენილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებისთვის 48 საათი აქვს.

„რაც შეეხება მომავალში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსადმი მიმართვას, ბუნებრივია ეს დამოკიდებულია ბევრ გარემოებაზე, მათ შორის იმაზე, თუ რას გააკეთებს მომავალში პროკურატურა და როგორ მოიქცევა მოსამართლე“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
რაში ადანაშაულებენ ნიკა გვარამიას?

ადვოკატის განცხადებით, ნიკა გვარამია უარს არ ამბობს საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებაზე.

„აქვე მინდა ხაზი გავუსვა გარემოებას, რომ ამ 30 დღეში და მომავალშიც, რამდენჯერაც და სადაც დაგვიძახებენ, ყველგან მივალთ დათქმულ დროს და ყველა კითხვას გავცემთ ამომწურავ პასუხს, ყველა საპროცესო მოქმედებაში მივიღებთ მონაწილეობა, ნიკა გვარამია ამაზე არ ამბობს უარს“, – განაცხადა ადვოკატმა.

როგორც ნიკა გვარამიამ არაერთხელ განაცხადა, ის გირაოს გადახდას არ აპირებს. სასამართლომ უკვე განაცხადა, რომ გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიება უფრო მკაცრით - პატიმრობით შეიცვლება.

ნიკა გვარამია: „ვერც ეჟვანს შემაბამთ, ვერც სახლში დამაბამთ, არც გირაოს გადავიხდი“ >>

ნიკა გვარამიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 220-ე მუხლით, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0