თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პროკურატურა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას, რომელსაც თანამდებობის ბოროტად გამოყენება ედება ბრალად, დღის ბოლომდე ბრალს წარუდგენს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„დაიბარებენ ჩვენს ფინანსურ სამსახურებსაც" – ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა>>>
პროკურატურა „რუსთავი2"-ის კონტრაქტორებით - „ინტერ მედია" და „ინტერ მედია პლუს" მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2"-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა პროკურატურაში 16 ივლისს განცხადება შეიტანა. გარდა ამისა, ტელეკომპანიის ახალი მფლობელის ხელში გადასვლის შემდეგ, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა მოითხოვა „რუსთავი 2"-ის ახალმა გენდირექტორმა პაატა სალიამ.
გამოძიების ცნობით, ნიკა გვარამიას ქმედებებმა კომპანია იქამდე მიიყვანა, რომ „რუსთავი 2"-მა დაახლოებით 6,8 მლნ ლარის მიღება ვერ შეძლო.
ნიკა გვარამია ტელეკომპანიას სათავეში 2012 წლის ნოემბერში ჩაუდგა, 2014 წლის სექტემბერში კი მისი გენერალურ დირექტორი გახდა, გარდა ამისა იგი წარმოადგენდა ტელეკომპანია მესამე პირთან ურთიერთობებში. ტელეკომპანიის წესდების თანახმად, იგი ვალდებული იყო დაეცვა ტელეკომპანიის ინტერესები, მათ შორის ფინანსური.
„ნიკა გვარამიამ ბოროტად გამოიყენა თავისი ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენება, არ მოქმედებდა კეთილსინდისიერად და ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე", - ამტციკებს პროკურატურა.
საქმის დეტალები
გამოძიების ცნობით, 2015 წლის 16 იანვარს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის სახელით ნიკა გვარამიამ შეთანხმება გააფორმა კომპანია „ინტერ მედია პლუსთან", რომლის მფლობელებიც მისი მეგობრები არიან, ხოლო დირექტორი ტელეკომპანიის ყოფილი ფინანსური დიექტორი ზურაბ იაშვილია.
შეთანხმების თანახმად, ტელეკომპანიამ „ინტერ მედია პლუსს" საკუთარ არხებზე „რუსთავი 2", „ახალი არხი" და „მარაო" კომერციული რეკლამის განთავსების უფლება დაუთმო. ამასთან რეკლამის განთავსების უფლების სანაცვლოდ განისაზღვრა ყოველთვიური ფიქსირებული გადასახადი ეთერში გამოყენებული დროის მიუხედავად.
პროკურატურის მტკიცებით, ნიკა გვარამია „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა, რათა კომპანია „ინტერ მედია პლუსს" სარგებელი მიეღო. რამდენადაც გვარამიამ კომპანიის მფლობელებს ნება დართო საკუთარ ანგარიშებზე მოეხდინათ რეკლამიდან მიღებული თანხების აკუმულირება და ტელეკომპანიისთვის არ გადაეხადათ 6,8 მლნ ლარი.
ამის შედეგად, პროკურატურის მონაცემებით, 2015 წელში ტელეკომპანიის დეკლარირებულმა ზარალმა 7,4 მლნ ლარი შეადგინა, „ინტერ მედია პლუსის" მოგებამ კი იმავე წელს 8,7 მლნ ლარი შეადგინა.
ამავე დროს პროკურატურა სწავლობს „ინტერ მედია პლუსის" ხარჯების კანონიერებას.
აღნიშნულ ეტაპზე დადგენილია, რომ 2016 წლის დეკემბერში კომპანიამ თბილისის პრესტიჟულ უბანში შეიძინა ორი ბინა - საერთო ფართი 240 კვადრატული მეტრი, ღირებულება კი 565,2 ათასი ლარი. 2017 წლის მარტში კი ორივე ბინა ნიკა გვარამიას საკუთრება გახდა, რომლებიც შემდგომში გაყიდა და 602,5 ათას ლარზე მეტი აიღო.